“ლიბერთი ბანკი”: ბათუმის ფილიალში ხანძარი არასამუშაო დროს გაჩნდა, დაზიანებულია მხოლოდ ბანკის კუთვნილი ინვენტარი
„ლიბერთი ბანკი“ ბათუმის ერთ-ერთ ფილიალში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ბანკის ინფორმაციით, ინციდენტი არასამუშაო დროს მოხდა და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
„დღეს დილით ბათუმში, ფარნავაზ მეფის 62/64 მდებარე „ ლიბერთი ბანკის“ ფილიალში ხანძარი არასამუშაო დროს, გამთენიისას გაჩნდა. დაზიანებულია მხოლოდ ბანკის კუთვნილი ინვენტარი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ შენობაში ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მოკლე ჩართვის შედეგად გაჩნდა.