სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გიორგი კირთაძის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მათივე განცხადებით, უწყება ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში 2022 წლის 19 დეკემბერს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გიორგი კირთაძის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ. კირთაძეს ჟურნალისტთან საუბრისას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და კვერცხები დაუშინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები