GORBI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 65% ეთანხმება მთავრობის გადაწყვეტილებას, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს
საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, „ქართული ოცნების” მთავრობა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს და ეთანხმებით თუ არა მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, პასუხები ასე გადანაწილდა:
სანქციებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებას ეთანხმება – 65%, არ ეთანხმება – 25% და არ იცის ან პასუხზე უარს ამბობს 10%.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-მ ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5%.