ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში შუახნის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.