წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვანო ბურდული ავარიაში მოჰყვა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მერის მოადგილე თამარ ბელქანია ადასტურებს.

მისი თქმით, ბურდული ავტომანქანით წალენჯიხა-ზუგდიდის გზაზე ცხენს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„წალენჯიხა ზუგდიდის გზაზე ყოველი ღამის ლაივზე ვამბობდი, რომ სრული უკუნია. სრული. გზაზე კამეჩი ცხენი და ძროხა ჩვეულებრივი მორიგი ბარიერია.

ავტო შემთხვევაც სწორედ ამ გზაზე მოხდა. ორი ცხენი გადმოხტა სრულიად ბნელ გზაზე და მძღოლი მათ შეეჯახა.

ის სასწაულებრივად გადარჩა. პიკაპის საჭეს მერის მოადგილე მართავდა. ინფორმაციას გადამოწმება უყვარს, მით უფრო 24/7 მზად ვარ არ დაგზარდეთ“, – წერს თამარ ბელქანია Facebook-ზე.

თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში წალენჯიხის მერი მოჰყვა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ბურდული მერის კუთვნილი ავტომობილით მოძრაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები