„სასამართლოზე არნახული ზეწოლა ხორციელდება“ – იუსტიციის მინისტრი

სასამართლოზე ხორციელდება არნახული ზეწოლა. თქვენ ხედავთ, რომ [მიხეილ სააკაშვილის] სასამართლო პროცესი ტარდება რადიკალური ოპოზიციის წევრების და მათი მხარდამჭერების მიტინგის პარალელურად, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქრონიკასთან“.

მისი თქმით, ყველაზე ცუდი, რაც მოხდა დღეს, იყო ის, რომ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, დაწესებულებიდან გამოსვლისას ფაქტობრივად თავს დაესხნენ, დაუზიანეს მანქანა და რომ არა პოლიციის კორდონი, მას შეიძლება ვერც კი დაეტოვებინა ჯანმრთელ მდგომარეობაში ტერიტორია.

„ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ღირსეულად და წესიერად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, ვინმეს შეუშალონ ხელი, რომ მათ ვინმე თავს დაესხას და გაბედო და მსგავსი ტიპის შეურაცხყოფები მიაყენოს და დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი ორგანოები იმსჯელებენ ამ საკითხზე და დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობა იმ სამართალდამრღვევისთვის, რომელმაც მსგავსი რამ ჩაიდინა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები