სახელმწიფოს № 1 მტერი: ჟაკ მერინი – მძარცველი, რომელსაც საფრანგეთმა ომი გამოუცხადა

ჟაკ მერინის შესახებ ბევრი წიგნი დაიწერა და ბევრი ფილმიც არის გადაღებული. საფრანგეთში მისი სახე დღემდე არაერთგვაროვანია. ერთნი მერინს რევოლუციონერად და ანარქისტად მიიჩნევენ, რომელმაც სისტემა გამოიწვია, ხოლო სხვები მეამბოხეს, საფრანგეთის ისტორიაში მთავარ მძარცველს უწოდებენ, რომლის სიაშიც 40 მკვლელობაა.

ომის ვეტერანები

ჟაკ-რენე მერინი 1936 წელს პარიზთან ახლოს დაიბადა. სწავლობდა პრესტიჟულ კათოლიკურ სკოლაში – „კოლეჯ დე ჟუი“, რომლიდანაც ის იმიტომ გამოაგდეს, რომ მასწავლებელს ყური დაუზიანა. 19 წლის ასაკში ჟაკ მერინი დაქორწინდა და ჯარში წავიდა. მამაცი და ფიზიკურად ძლიერი ახალწვეული სპეციალური დანიშნულების დანაყოფში გაგზავნეს, რომლის შემადგენლობაში ყოფნისას ის ალჟირის ომში მოხვდა.

1959 წელს ალჟირის ომის ვეტერანი საფრანგეთში დაბრუნდა და მეორედ დაქორწინდა. ალჟირიდან ის ადამიანური ცხოვრებისადმი სრული ზიზღით და 45-კალიბრიანი პისტოლეტით დაბრუნდა. სამ მეგობართან ერად არეულობის შექმნა დაიწყო და 1962 წელს, ბანკის გაძარცვის მცდელობისთვის, ნახევარი წლით ციხეში მოხვდა. გათავისუფლების შემდეგ მშობლებმა შვილი სამსახურში მოაწყვეს არქიტექტურულ ბიუროში, მაგრამ „ყაჩაღურმა საწყისებმა“ თავი იჩინა.

გაქცევა კანადაში

ესპანეთის ხელისუფლება მარინს შპიონაჟში ადანაშაულებდა, მაგრამ ამან მას ხელი არ შეუშალა, 1966 წელს კანარის კუნძულებზე რესტორანი გაეხსნა. ბიზნესს საქმიანობას ის ძალიან მოხერხებულად უთავსებდა დანაშაულებრივ ცხოვრებას. ჟენევაში მერინმა საიუველირო მაღაზია გაძარცვა, ქალაქ შამონში – სასტუმრო, პარიზში კი – მოდის სახლი. 1968 წელს ის საყვარელთან ერთად გაიქცა კანადაში.

ახალ თანამოაზრესთან, ჟან პოლ მერსიესთან ერთად, ის ეცადა მილიარდერი ჯორჯ დისლაური აეყვანა მძევლად. ისინი აშშ-ში დააკავეს და კანადას გადასცეს. დაკავებამდე დამნაშავეებმა ხანშიშესული ქალი მოკლეს, რომელიც სასტუმროს დამლაგებელი იყო. ჩადენილისთვის მერინსა და მერსიეს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 1972 წელს ისინი კიდევ გაიქცნენ ციხიდან. გაქცევის წინ დარჩენილებს დაჰპირდნენ, რომ მოაკითხავდნენ.

მონრეალში მათ რამდენიმე ბანკი გაძარცვეს და 1972 წლის 3 სექტემბერს ციხეს დაესხნენ თავს. ორმხრივი სროლის დროს მათ ორი ბადრაგი დაჭრეს, მაგრამ შიგნით შეღწევა ვერ მოახერხეს. მერინსა და მერსიეზე ნადირობა დაიწყო. მათ დადევნებას თავი დააღწიეს და რამდენიმე კანადელი რეინჯერიც მოკლეს. ყალბი საბუთებით, ყაჩაღები, საყვარლებთან ერთად, ვენესუელაში გადაფრინდნენ.

დაბრუნება საფრანგეთში

ერთი წლის შემდეგ ჟაკ მერინი პარიზში დაბრუნდა. დედაქალაქის ერთ-ერთ ბარში მან პოლიციელი დახვრიტა, რის გამოც დააკავეს. 1973 წლის მაისში ლეგენდარული ყაჩაღი 20 წლით ციხეში ჩასვეს. სასამართლოს წინ ერთ-ერთმა მეგობარმა მას რევოლვერი გადასცა, რომლითაც ჟაკმა მოსამართლე აიყვანა მძევლად, ფანჯარაში გადახტა და მანქანით გაიქცა, რომელიც ქვემოთ ელოდებოდა. ოთხი თვის შემდეგ ის კვლავ დააკავეს და ციხეში გაგზავნეს, სადაც მერინმა ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა „სასიკვდილო ინსტინქტი“.

ციხეში 5 წლის გატარების შემდეგ გაიქცა. მან, თითქოს, აიწყვიტა: ძარცვავდა ბანკებს, კაზინოებს, სავაჭრო ცენტრებს, გამოსასყიდის მოთხოვნით იტაცებდა ადამიანებს. ყაჩაღმა გამოიმუშავა გარდაქმნის ნიჭი და არ ეშინოდა იარაღის გამოყენება. იმ დროისთვის პოლიციამ მას 39 მოკლული დაუთვალა.

სახელმწიფოს მტერი

ნამდვილი ბომბი აღმოჩნდა ინტერვიუ ჟურნალში „პარი მატჩი“, რომელიც მერინმა 1978 წელს მისცა. მეგაზეთეების მეშვეობით, მან საფრანგეთის მთავრობისგან მოითხოვა, დაეხურათ ყველა ციხე და პირობა დადო, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს, კრისტიან ბონეტს მოკლავდა. პრესამ მძარცველს მეტსახელი მიანიჭა: „სახელმწიფოს № 1 მტერი“.

1979 წლის 2 სექტემბერს საფრანგეთის პოლიცია ყაჩაღის კვალზე გავიდა.

პოლიცია დაადანაშაულეს, რომ მათ მერინს ჩაბარების საშუალება არ მისცეს, რაზეც მათ უპასუხეს, რომ დამნაშავე განსაკუთრებით საშიში იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები