დაუმორჩილებელი, ულამაზესი და ნიჭიერი – პაბლო პიკასოს მუზა ფრანსუაზა ჟილო

ის გენიოსის მუზა იყო, მაგრამ უკანმოუხედავად შეეძლო ეცხოვრა. პაბლო პიკასო მის ბედს დიდწილად განსაზღვრავდა. 26 ნოემბერს, საუკუნეზე ცოტა მეტი ხნის წინ დაიბადა ფრანსუაზა ჟილო – ცნობილი ფრანგი მხატვარი და მწერალი, რომელმაც მსოფლიო ცნობადობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც 1964 წელს გამოუშვა წიგნი – „ჩემი ცხოვრება პიკასოსთან ერთად“.
ფრანსუაზა ჟილო მდიდარ, ბურჟუაზიულ ოჯახში დაიბადა პარიზის პრესტიჟულ გარეუბანში – Neuilly sur Seine. მისი მამა წარმატებული მეწარმე იყო, ხოლო დედა – მხატვარი. ფრანსუაზას მამა ძალიან მკაცრი ადამიანი იყო და მას თავისებურად ზრდიდა: მიჰყავდა სანადიროდ და სასეირნოდ; მასში მომავალ იურისტს ხედავდა. ფრანსუაზამ იცოდა ლათინური და ძველბერძნული ენა, იყო ერუდირებული, ნაკითხი, მაგრამ ის საკუთარ თავში მხოლოდ მხატვარს ხედავდა. დედა და ბებია მხარს უჭერდნენ პროფესიის არჩევაში. მამა უკმაყოფილო იყო, მაგრამ ფრანსუაზას ზუსტად მისი ხასიათი ჰქონდა – შეუდრეკელი და ხისტი გახლდათ.  მამას  ეს მშვენივრად ესმოდა და იძულებული იყო, გზიდან ჩამოშორებოდა.
ფერწერას ფრანსუაზა დედასთან ერთად სწავლობდა, რომელიც თვლიდან, რომ დამწყებმა მხატვარმა ხატვა აკვარელით უნდა დაიწყოს. შემდეგ ფრანსუაზამ ისწავლა პარიზში ჩამოსულ უნგრელ მხატვართან, ანდრე როზდასთან. ზუსტად როზდამ ასწავლა მას აბსტრაქციონიზმის სიყვარული. როზდამ პიკასოსთან შეხვედრა უწინასწარმეტყველა, რომელიც საერთოად არ იყო მისი კერპი, მაგრამ პარიზის კაფეში პაბლოსთან მოულოდნელმა შეხვედრამ მისი ცხოვრება შეცვალა. ფრანსუაზა 21 წლის იყო, ხოლო პაბლო – 61 წლის.

 

თავდაპირველად ჟილო მხატვართან პოზირებდა. საბოლოოდ ყველაფერი 10-წლიან თანაცხოვრებაში გადაიზარდა. მათ ორი შვილი ეყოლათ: ვაჟი და ქალიშვილი. ფრანსუაზა პაბლოს მუზა იყო, მისი „საყვარელი ყვავილი“.
ფრანსუაზა მათი თანაცხოვრების შესახებ ასე წერს: „ჩვენს შორის უთანხმოება არ იყო, ვინაიდან მაშინ მე ძალიან მაღლა დავფრინავდი ღრუბლებში“.
პიკასოს მეტოქე ანრი მატისი გახლდათ. ის ძალიან აფასებდა ფრანსუაზას. ფრანსუაზაც აფასებდა მის ნამუშევრებს. 
იყო გენიოსის მუზა, არ არის ადვილი, ხოლო იყო გენიოსის თანამგზავრი – გაცილებით რთულია. ეს ფრანსუაზამ თავიდანვე გაიგო. პიკასოს საოჯახო რუტინა არ უყვარდა, ფრანსუაზა ფულს თავისი ნახატების გაყიდვით შოულობდა და ბავშვების აღზრდითაც მხოლოდ ის იყო დაკავებული. პაბლო მას გამუდმებით ღალატობდა. აწყობდა თუ არა სკანდალებს ფრანსუაზა? – არა. ერთ მომენტში მან ხელი მოჰკიდა შვილებს, ჩაალაგა ბარგი და უბრალოდ, დატოვა პიკასო. ის პირველი იყო, ვინც დიდი მხატვარი თავისი ნებით მიატოვა.
ასეთ ნაბიჯს პაბლო არ მოელოდა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი შოკი მან ფრანსუაზას წიგნის – „ჩემი ცხოვრება პიკასოსთან“ – გამოსვლის შემდეგ მიიღო. ის ძალიან ცდილობდა, რომ წიგნი ფართო ტირაჟით არ გამოსულიყო, მაგრამ ამაოდ. 
შემდეგ ფრანსუაზა ორჯერ გათხოვდა. მას კიდევ ერთი ქალიშვილი ეყოლა. მისი უკანასკნელი მეუღლე იყო ვირუსოლოგი ჯონას სოლკი, რომელმაც აღმოაჩინა ვაქცინა პოლიომიელიტის წინააღმდეგ. ქმართან ერთად ფრანსუაზა მამამკაცის სიკვდილამდე ცხოვრობდა. თავად ქალს კი, ამა წლის ნოემბერში 101 წელი შეუსრულდა…

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები