არჩილ თალაკვაძე: „ნაცმოძრაობის“ შიგნით მიდის დაშლის პროცესი, ეს არის პოლიტიკური კაპიტალის გაყოფა რამდენიმე კლანს შორის
„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ახლა ხდება ის, რასაც ისინი ემუქრებოდნენ საზოგადოებასა და საქართველოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიდის დაშლის პროცესი, ეს არის პოლიტიკური კაპიტალის გაყოფა რამდენიმე კლანს შორის.
“მათ უნდოდათ რიგგარეშე არჩევნები და შიგნით აქვთ, უნდოდათ ლეგიტიმურად არჩეული მთავრობის გადაყენება და საკუთარი ლიდერის გადაყენებით არიან დაკავებული პარტიაში. „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიდის დაშლის პროცესი, ეს არის პოლიტიკური კაპიტალის გაყოფა რამდენიმე კლანს შორის“, – აღნიშნა თალაკვაძემ.