ფრიც ჰაარმანი – გერმანელი მკვლელი, მეტსახელად – „ჰანოვერის ვამპირი“

ფრიც ჰაარმანი – გერმანელი „მკვლელი ვამპირი“, რომელიც გამორჩეული იყო სისასტიკით. მისი მსხვერპლები ხდებოდნენ ახალგაზრდა ყმაწვილები, ვინაიდან ის ქალებს პატივს არ სცემდა.

პირველ მსხვერპლს ჰაარმანი უბრალოდ ქუჩაში შეხვდა. ეს 17 წლის ბიჭი იყო, ფრიდელ როთი, რომელსაც მკვლელმა თავისთან ცხოვრება შესთავაზა. ბიჭმა სიკვდილის წინ დედასთან წერილის გაგზავნა მოასწრო, სადაც შეატყობინა, რომ ის ერთ კარგ ადამიანთან ერთად ცხოვრობდა ამა და ამ მისამართზე. ეს ყველაფერი 1918 წელს მოხდა. ჯერ კიდევ არავინ იცოდა, რომ ფრიცი ფსიქოპათი იყო, ხოლო ის ბიჭი სახლიდან გამოიქცა და არავის არაფერი უთხრა, ისე გაემგზავრა ქალაქ ჰანოვერში, ჰაარმანის მშობლიურ ქალაქში. დედა ფრიდელს მაინც ეძებდა, მიუხედავად იმისა, რომ ის მამაკაცებით იყო გატაცებული. ამ ქალაქში კი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა უმრავლესობა იკრიბებოდა.

როგორც კი ბიჭის დედას წერილი მიუტანეს, ის პოლიციის განყოფილებაში წავიდა, იმ განყოფილების თანამშრომლები კი – ბიჭის საძებნელად, პირდაპირ ჰარმანთან. მის სახლში მოხვედრისას პოლიციელებმა ხორცის მთა დაინახეს, რომელსაც ფრიცმა საქონლის ხორცი უწოდა. ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს შესაძლოა დანაწევრებული ფრიდელი ყოფილიყო და მისი თავი პირდაპირ ფანჯრის ფარდის უკან იდო. გარკვეული დროის შემდეგ ფრიცი დააკავეს უხამსი ქცევებისთვის, რადგან ის ახალგაზრდა ბიჭებს დასდევდა და სექსუალურ ურთიერთობას სთავაზობდა. მას შემდეგ, რაც მკვლელი გაათავისუფლეს, ის მიხვდა, რომ პოლიციასთან ურთიერთობა უნდა მოეგვარებინა და საერთოდაც, ფრთხილად ყოფილიყო.

ის პოლიციის არასაშტატო თანამშრომელი გახდა. ამ თანამდებობის გამოყენებით, ხშირად შედიოდა ქალაქის ცენტრალურ სადგურზე, რათა თავისთვის მსხვერპლი შეერჩია. თითქმის ყველა მათგანი უსახლკარო 13-20 წლის ბიჭები იყვნენ. სოციალური სტატუს გამო, მათ არავინ ეძებდა. პოლიციის ნიშნის ჩვენების შემდეგ ფრიცი ბიჭებს მასთან ცხოვრებას სთავაზობდა და ამას თითქმის ყველა ღარიბი ბიჭუნა თანხმდებოდა.

ფრიცის სახლი

რამდენიმე დღის შემდეგ მამაკაცი მათ სექსუალურ კავშირსაც სთავაზობდა. რაღაც დროის შემდეგ ის მათ კლავდა – გონების დაკარგვამდე მიჰყავდა და შემდეგ ცოცხალ ადამიანს ყელს უღრღნიდა. ამასთანავე, ფრიცი მსხვერპლის სისხლს სვამდა.

1924 წლის ზაფხულში ფრიცი ეცადა თავის სახლში ძალით შეეყვანა მაწანწალა, სახელად ფრომი. ბიჭი არ თანხმდებოდა, ვინაიდან უკვე ხმა იყო გავარდნილი, რომ უსახლკაროები უჩინარდებოდნენ.

ფრიცის სახლში აღმოჩენილი ნეშტები

იმის გამო, რომ ფრომი წინააღმდეგობას უწევდა, სადგურზე პოლიციის ბრიგადა მივიდა და მომხდარის ორივე მონაწილე განყოფილებაში გადაიყვანეს. ფრიცს ისიც არ დაეხმარა, რომ ის პოლიციასთან თანამშრომლობდა. ღარიბმა ბიჭმა დაუყოვნებლივ დაწერა განცხადება, რომ მამაკაცი მას ავიწროებდა და პოლიციელებს სთხოვა, ყურადღება მიექცია იმისთვის, თუ რამდენად ბევრი უსახლკარო ადამიანი იკარგებოდა სადგურიდან.

ფრიცის დაკავება

მას შემდეგ რაც ჰაარმანი საბოლოოდ გამოკეტეს ციხეში, მის სახლში უამრავი დაკარგული ყმაწვილის ნივთი იპოვეს – ისინი მსხვერპლთა ახლობლებმა ამოიცნეს. სასამართლოზე მკვლელმა განაცხადა, რომ მან 24 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო პოლიციის მონაცემებით, მათი რაოდენობა 27-ს შეადგენდა. ყველა მისი მსხვერპლის ასაკი 22 წელს არ აღემატებოდა.

ჰაარმანის განაჩენი გილიოტინა იყო. ამის შესახებ მას 1924 წლის დეკემბერში აცნობეს. თავიდან მკვლელი შოკირებული იყო, შემდეგ კი, სიცილი დაიწყო.

„მე დავბრუნდები, თქვენ ეს იცით, ვამპირის მოკვლა შეუძლებელია, მე დავბრუნდები, თქვენ ეს იცით!“, – იცინოდა ის.

ფრიცი 1925 წლის 15 აპრილს, დილის 6 საათზე დასაჯეს სიკვდილით. მის მიერ მოკლული ახალგაზრდების ნეშტები საერთო საფლავში დამარხეს, ვინაიდან მათი განცალკევება შეუძლებელი იყო.

მანიაკის თავი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები