მიტოვებული გვირაბი ნეაპოლის ქვეშ, რომელიც ავტომობილების „საფლავად“ იქცა

პიაცა-დელ-პლებიშითოს მოედნიდან 150 მეტრში, ნეაპოლის ცენტრში არის კარი, რომლის უკანაც დერეფანი მდებარეობს. დერეფანი მიწის ქვეშ 30 მეტრის სიღრმეზე ჩადის და მივყავართ ბურბონის გვირაბამდე, რომელიც 530 მეტრის გიგანტური გადასასვლელებით, დიდი გამოქვაბულებით და ვიწრო არხებით არის სავსე.

 XIX საუკუნის შუა რიცხვებში აგებული გვირაბი მეორე მსოფლიო ომის მერე მიატოვეს და შემდეგ მხოლოდ 2000-იანი წლების დასაწყისში აღმოაჩინეს. გვირაბი სამეფო დარბაზიდან უკან დახევის გზას წარმოადგენდა. მეფე ფერდინარდ II ბურბონს ეშინოდა, რომ მას სიცილიის და ნეაპოლის მოსახლეობა ჩამოაგდებდა. 1816 წელს ბურბონის წინააღმდეგ სამი აჯანყება მოხდა. განსაკუთრებით სასტიკი იყო 1848 წელს მომხდარი აჯანყება, როდესაც რევოლუციონერები მივიდნენ ხელისუფლებაში 16 თვის განმავლობაში. ტახტზე დაბრუნების შემდეგ, 1849 წელს ფერდინარდ მეორემ საჩქაროდ გადაწერა კონსტიტუცია და უკან დახევის უსაფრთხო გეგმების დასახვა დაიწყო იმ შემთხვევისთვის, თუ ხალხი მას კვლავ აუჯანყდებოდა. მეფემ გვირაბის გათხრა ბრძანა. მას სამეფო სასახლე უნდა დაეკავშირებინა სამხედრო ყაზარმებთან, სადაც ახლა მორელის ქუჩა მდებარეობს. თუმცა, ფერდინარდ მეორე 1859 წელს დაიღუპა – მანამ, სანამ გვირაბს ააგებდნენ. შესაბამისად, გვირაბიც დავიწყებას მიეცა. მოგვიანებით, სიცილიაზე მოხალისეთა ჯარი მივიდა და სიცილია იტალიის სამეფოს შეუერთდა.

გვირაბს არავინ ხმარობდა 1930 წლამდე, როდესაც ის ჩამორთმეული და კონტრაბანდისტული ავტომობილების საწყობი გახდა. მეორე მსოფლიო ომის დროს მიწისქვეშა სივრცე სამხედრო საავადმყოფოდ და თავშესაფრად იქცა. ომის შემდეგ ის კვლავ საწყობად გადაკეთდა. იქ ყრიდნენ სამშენებლო ნაგავს, ძველ ტელევიზორებს და მაცივრებს, დამტვრეულ მანქანებს და მოტოციკლებს, ასევე ფაშისტების მარმარილოს ქანდაკებებს. შემდეგ გვირაბი დალუქეს და კვლავ მიივიწყეს.

ახლა ეს მიწისქვეშა გასასვლელები მუზეუმად იქცა – სახელად Galleria Borbonica, სადაც სტუმრებს ვინტაჟური ავტომობილების საინტერესო გამოფენების ნახვა შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები