ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე, ორი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
მამაკაცების გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად სოკოთი ინტოქსიკაცია სახელდება. ერთ-ერთი გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
მეზობლების ინფორმაციით, 70 წლამდე მამაკაცები სახლში მდგმურად იმყოფებოდნენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.