სოფელ გლდანში, თამარ მეფის ქუჩის მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, სოფელ გლდანში, თამარ მეფის ქუჩის მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 1 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის საფარი მოეწყობა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 138 000 ლარი დაიხარჯება.

გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი – ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად, მიმდინარე პროცესს გაეცნო, მოსახლეობას შეხვდა და სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები