„ბელმესის სახეები“ – უცნაური პორტრეტები პერეირების სახლის იატაკზე
ესპანეთში, პერეირების სახლში, 50 წელია, რაც ბეტონის იატაკზე უცნაური სახეები ჩნდება. მათ უამრავი მეთოდი სცადეს, რომ ისინი მოეშორებინათ, მაგრამ უშედეგოდ. პორტრეტები ხან ჩნდებიან, ხანაც თავისით ქრებიან. ყველა კვლევამ ერთი შედეგი დადო – გამოსახულებები არ არის ხელით შექმნილი.
მისტიკური სახეების გამოსახვა პერეირების სახლის იატაკზე ქალაქ ბელმესში 1971 წლიდან იწყევა. მათზე ბევრი ჭორი დადის, შეთქმულების თეორიებიც კი ჩამოყალიბდა. პორტრეტები იატაკზე პერიოდულად დღემდე ჩნდება.
ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ უცნაური გამოსახულებები ჩნდებიან და შემდეგ თავად ქრებიან, ხოლო მათი წაშლა ხელით შეუძლებელია. სახეები იატაკზე გაურკვეველი მეთოდით იცვლებიან – იცვლიან ფორმა, ზომას და იღებენ სხვადასხვა გამომეტყველებას. ანომალია მეცნიერებმა შეისწავლეს, მაგრამ მისი მეცნიერული ახსნა ვერ შეძლეს.
იდუმალებით მოცული სახეების პირველი გამოჩენა
ყველაფერი1971 წელს დაიწყო, როდესაც მარია გომეს კამარამ – სახლის ყოფილმა პატრონმა- სახე იატაკზე დაინახა. მან ამის შესახებ თავის მეუღლეს ხუან პერეირას მოუყვა. მამაკაცმა ვაჟთან ერთად იატაკის საფარი ამოანგრია, რომ გამოსახულება გაექრო, მაგრამ ცოტა ხანში სახე ისევ გამოჩნდა და სხვა იერი მიიღო. ამბავი პოლტერგეისტის შესახებ ძალიან მალე გავრცელდა პატარა ქალაქში. ქალაქის მერმა სახლის პატრონებს გამოსახულების განადგურება დაუშალა, რათა ის მეცნიერული კვლევებისთვის შეენარჩუნებინათ. ძალიან მალე იდუმალებით მოცული პორტრეტები ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა. ისტორია მთელი ესპანეთისთვის გახდა ცნობილი და 1972 წლის აღდგომას ამ სახლს ასობით ადამიანი ეწვია.
პარანორმალური აქტივობა
უცნაური გამოსახულებების გარშემო თანდათან მათი წარმოშობის სხვადასხვა თეორია გაჩნდა. ყველაზე ფართოდ გავრცელებული იყო მკვლელობის ისტორია, რომელიც აქ მე-17 საუკუნეში მოხდა. ანომალიას ასევე უკავშირებდნენ იმასაც, რომ სახლი სასაფლაოსთან ახლოს მდებარეობს.
ზოგიერთი თვლის კიდევაც, რომ იდუმალი პორტრეტების შექმნა სახლის ყოფილი მეპატრონის, მარიას ჯადოქრობით იყო გამოწვეული. ამბობენ, რომ სახეები გამომეტყველებას და ფერს მისი ხასიათის მიხედვით იცვლიან.
მეცნიერული ახსნის გარეშე
ზოგი ვარაუდობს, რომ „ბელმესის სახეები“ ტყუილია, რომლის მეშვეობითაც, პერეირას ოჯახი ფულს შოულობს ტურისტებისგან, რომლებიც მათ სახლს სტუმრობენ. იატაკის საფარის დეტალური შესწავლა მარიას სიკვდილამდე, 2004 წლამდე გრძელდებოდა.
თუმცა, სახეები მისი სიკვდილის შემდეგაც ჩნდებოდნენ. 2014 წელს შოუ „Cuarto Milenio“-ს შემქმნელება გამოსახულებები გამოიკვლიეს, რათა საბოლოოდ გაეგოთ სიმართლე. სპეციალისტები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პორტრეტები დახატული არ არის და მათზე გარე ზემოქმედება არ ყოფილა. მეცნიერები ცდილობდნენ გამოსახულების აღდგენას, მაგრამ ყველა მათი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ანომალიის მეცნიერული ახსნა მაინც ვერ მოხერხდა. პოლტერგეისტი დღემდე ამოცანად რჩება.