რუსთავში, “აზოტის” ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. შედეგად, გარდაიცვალა 1 ადამიანი.
ჩამოშლილმა ხარაჩომ ქვეშ სამი ადამიანი მოიყოლა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
ადგილზე ამ წუთებშიც მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.