რატომ ცხოვრობს ჯერ კიდევ ათასობით ჩინელი მღვიმეში
ცენტრალური ჩინეთის რამდენიმე რაიონში დღემდე ცოცხალია მიწაში სახლის გამოთხრის ტრადიცია. მაგალითად, ქალაქი სანმენხია მთლიანად სავსეა ასეთი ნაგებობებით. ადგილობრივების სურვილი – არ მიატოვონ მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია – მხოლოდ ტურისტთა სიმრავლით არის განპირობებული.
იაოდუნის სახლების ტრადიციას თვალი შეიძლება ბრინჯაოს ხანამდე მივადევნოთ, როდესაც ჩინელები ღრმა ორმოებში ცხოვრობდნენ. უფრო მოგვიანებით, მინის იმპერიის დროს ამ ნაგებობებმა თანამედროვე სახე მიიღეს. გაჩნდა მრგვალი და მართკუთხედი ეზოები, საერთო რამდენიმე „ბინისთვის“.
2011 წელს საცხოვრებელი „ბინები“ ქალაქ სანმენხიაში ჩინეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს. სახლები, რომლებიც ამოთხრილია მთის ფერდობზე, მიწაში 6-დან 11 მეტრამდე სიღრმეში ჩადის. მათი მთავარი ღირსება ენერგოეფექტურობაა. ზაფხულში, შუადღესაც კი, სახლებში ტემპერატურა 20 გრადუსზე მაღლა არ ადის, ხოლო ზამთარში 8-10 გრადუსზე დაბლა არ ჩამოდის. აგრარული რაიონისთვის XXI საუკუნეში ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია.
ახლა სახლების უმრავლესობა სანმენხიაში მოდერნიზებულია, მათში შეყვანილია სანტექნიკური კომუნიკაციები და ელექტროენერგია. ცხადია, ყველაზე კარგად გამოიყურება ის იაოდუნები, სადაც ტურისტები დაჰყავთ. ყველა მსურველს არა მხოლოდ ღირსშესანიშნაობის დათვალიერებას სთავაზობენ, არამედ აქ სტუმრობასაც. ერთი თვის იქ გატარება 30 დოლარი ღირს.
გარდა ამისა, აქ ძალიან ბევრი ავთენტური სახლია, სადაც დღემდე ხალხი ცხოვრობს.
„იაოდუნში სულ სითბოა და კარგია. აქ ცხოვრობდა ბაბუაჩემი, აქ დაიბადნენ ჩემი შვილიშვილებიც. ჩემი ოჯახი 8 იაოდუნს იკავებს. ეს ძალიან მოსახერხებელია, როდესაც ვფართოვდებით, უბრალოდ ახალ სახლს ვთხრით“, – ჰყვება ადგილობრივი მოსახლე ჩჟან ჩჟიცხიუნი.