ანდრონიკაშვილის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
გლდანის რაიონის გამგეობა სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციას აგრძელებს. ამჯერად, არსებული სკვერის რეაბილიტაცია ანდრონიკაშვილის ქუჩაზე N93-95-თან დასრულდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 1 200 კვ.მეტრამდე ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონა, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 110 519 ლარი დაიხარჯა. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი ადგილზე გაეცნო.