წყალმომარაგების კომპანიამ წალენჯიხის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა

პრემიერმინისტრის ინიციატივით შემუშავებული „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგიით“ გათვალისწინებული ქალაქების უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ წალენჯიხის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის გამოაცხადა ტენდერი საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე.

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობას, სათავე ნაგებობის მოწყობას, რეზერვუარების, შიდა ქსელების რეაბილიტაცია/მშენებლობასა და აბონენტების გამრიცხველიანებას.
პროექტირების დაწყება მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება, რომლის დასრულებისთანავე ქალაქის წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
2025 წლის ბოლოსთვის, ქალაქ წალენჯიხის მოსახლეობა განახლებული ინფრასტრუქტურითა და 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები