ორი წელი მგლების ხროვაში – იასონ ბადრიძის ისტორია, რომელიც მტაცებელ ცხოველებს გადაურჩა

საქართველოში ცხოვრობს და მოღვაწეობს მეცნიერი, რომელსაც ახლობლები და მეგობრები ერთი ბრწყინვალე წინადადებით აღწერენ – „მან ორი წელი გაატარა მგლების ხროვაში“ – და ეს მეტაფორა არ არის. ბიოლოგიური მეცნიერებების დოქტორმა, იასონ ბადრიძემ მართლაც გაატარა რამდენიმე წელი ველურ ბუნებაში და ცხოველების ქცევას სწავლობდა.

იასონი ველური ცხოველების ქცევის შესწავლით ჯერ კიდევ 1960-იან წლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულებისთანავე დაინტერესდა, სადაც ის ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. მაშინ ის უკვე საქართველოს სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიაში მუშაობდა. მაგრამ ამ პერიოდში ის მგლებს მხოლოდ წიგნებიდან ეცნობოდა, ველურ ბუნებაში გასვლა მან დიდხანს ვერ შეძლო, ვინაიდან საბჭოთა კავშირში ეთოლოგია არ იყო განვითარებული. მგლების ხროვაში წასვლა მან მხოლოდ 1974 წელს მოახერხა.  ექსპერიმენტი ტარდებოდა ბორჯომის ტერიტორიაზე, ზორეთში. იმ დროს მგლები სოციალისტური მეცხოველეობის მთავარ მტრად ითვლებოდნენ, ამიტომ, მათ მასობრივად კლავდნენ. ყოველი მოკლული მგლისთვის თითო მონადირე 50 რუბლს იღებდა. ამიტომ, მეცნიერს დიდი თანხის გადახდა მოუწია მონადირეებისთვის, რომ მისთვის ხელი არავის შეეშალა, მაშინ კი საშუალო ხელფასი 150 რუბლს შეადგენდა.

Фотография: Два года в волчьей стае: как грузинский ученый выживал среди диких зверей №1 - BigPicture.ru

იმავე მონადირეებთან მეცნიერმა მგლების ბინადრობის ძირითადი ადგილები დააზუსტა და პირდაპირ მათთან წავიდა. ბადრიძის თქმით, თითო ხროვაში ერთდროულად რამდენიმე დომინანტია, როგორც წესი – დედალი და მამალი, იშვიათ შემთხვევაში – მოხუცები. ზუსტად ისინი ხელმძღვანელობენ ყველა პროცესს ჯგუფის შიგნიდან, ამიტომ, მეცნიერის პირველი მიზანი იყო, მათ ნდობა მოეპოვებინა. შანსი, რომ ჩხუბში საკუთარი უპირატესობა ეჩვენებინა, მეცნიერს, ცხადია, არ ჰქონდა. ამიტომ, ის უბრალოდ ელოდებოდა, როდის მიეჩვეოდნენ მას ცხოველები.

„მგლები მიხვდნენ, რომ ჩემი გამოჩენით მათზე ნადირობა შეწყდა, ტყეში აღარ იყვნენ შეიარაღებული ადამიანები“, – ამბობს იასონი.

მათი დაახლოება ძალიან წყნარად და გაწონასწორებულად ხდებოდა: ეთოლოგი მგლების ნაკვალევზე დადიოდა და მის სუნთან შეგუების საშუალებას აძლევდა. ამაზე მან ოთხი თვე დახარჯა. შემდეგ ისინი პირისპირ შეხვდნენ. ბადრიძის თქმით, ეს დედალ-მამალი იყო.
დაახლოებით, 100 მეტრის მანძილზე მისი დანახვისას მათ იასონის დათვალიერება დაიწყეს და ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ.
Фотография: Два года в волчьей стае: как грузинский ученый выживал среди диких зверей №4 - BigPicture.ru
მგელი 5-6 მეტრის მანძილზე მომიახლოვდა. ალბათ, ნახევარი წუთი მიყურებდა პირდაპირ თვალებში, მაგრამ ეს დრო უსასრულო მომეჩვენა“.

საბედნიეროდ, მგლებმა მას ხელი არ ახლეს. შემდეგ მამალმა მგელმა დედალს რაღაც ანიშნა და ისინი ტყეში მიიმალნენ. მაშინ ბადრიძე დარწმუნდა, რომ მგლებთან მეგობრობა რეალური იყო.

რაღაც დროის განმავლობაში ბადრიძე აგრძელებდა ხროვის ბელადების კვალდაკვალ სიარულს, სანამ არ დადგა დრო – გამოჩენილიყო rendezvous site-ზე. ასე ეთოლოგები უწოდებენ ადგილს, სადაც მგლების მთელი ხროვა იკრიბება. ადამიანის დანახვისას რამდენიმე მგელი აღელდა, მაგრამ ვინაიდან ის ბელადების მიერ იყო მოყვანილი, მათ არჩევანი არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ მამაკაცი ხროვაში მიეღოთ. ამის შემდეგ ბადრიძე იქ დარჩა საცხოვრებლად და მათთან ერთად ნადირობაც კი დაიწყო, რომ მგლებისთვის თავისი სარგებელი ეჩვენებინა. პირველი მათი საერთო მსხვერპლი ირემი გახდა. როგორც მეცნიერი ამბობს, მგლები ირემს საათ-ნახევარში გაუმკლავდნენ, ხოლო ტრაპეზის ბოლოს მასაც შესთავაზეს ეჭამა ცოტა ხორცი. მაშინ ეთოლოგი მივიდა ირემთან, მოიჭრა პატარა ნაჭერი, გავიდა მდინარესთან და შეწვა.

Фотография: Два года в волчьей стае: как грузинский ученый выживал среди диких зверей №5 - BigPicture.ru

ცხადია, მეცნიერი სულ მათ საკვებით გამოკვებას არ აპირებდა. ის ერთ-ერთ მონადირეს შეუთანხმდა, რომ ორ კვირაში ერთხელ ნეიტრალურ ტერიტორიაზე მისთვის საკვები მიეტანა. მაგრამ, აი, რაღაც ჩვევების გამეორება ბადრიძეს მაინც უწევდა. მაგალითად, ის ყმუოდა მაშინ, როცა ეს საჭირო იყო.

ბადრიძემ ასე ორი წელი იცხოვრა, მხოლოდ რამდენიმე დღით მიდიოდა ხოლმე ქალაქში, რომ ოჯახი ენახა. მეცნიერი აღიარებდა, რომ ტყეში ის გამუდმებით სიმარტოვეს გრძნობდა. ხანდახან მდინარესთანაც მიდიოდა და თავის თავს ესაუბრებოდა. მაგრამ დიდხანს წასვლას მეცნიერი ვერსად ახერხებდა, მაშინ მგლები საშინელ ყმუილს იწყებდნენ, რომელსაც ეთოლოგი „მონატრების ყმუილს“ უწოდებდა.

Фотография: Два года в волчьей стае: как грузинский ученый выживал среди диких зверей №7 - BigPicture.ru

როგორც ბადრიძე ამბობს, მან შედეგად კიდევ რამდენიმე მგლის ოჯახი გაიცნო, გარდა ამისა, მასთან სახლში ცხოვრობდნენ მგლის ლეკვები. რამდენიმე ათეული წლის დაკვირვების შედეგად ბადრიძე მიხვდა, რომ რაღაც შემთხვევებში ველური ცხოველი გაცილებით გაცნობიერებულია ვიდრე ადამიანი. ერთხელ მგლებმა ის სიკვდილსაც კი გადაარჩინეს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ბადრიძე მძინარე დათვს შეხვდა. ცხოველი უკანა თათებზე დადგა და უკვე თავდასხმას აპირებდა, რა დროსაც გამოჩნდნენ მგლები და თავად დაესხნენ თავს დათვს. ეთოლოგის თქმით, მგლების დათვზე თავდასხმა ძალიან იშვიათია, ვინაიდან ის მათ ძალიან ბევრად აღემატება.

ამ წლების განმავლობაში მამაკაცი ასევე მიხვდა, რომ მტაცებელ ცხოველებს შორის არსებობს ისეთი გრძნობები, როგორებიცაა: ღალატი, ერთგულება, სიყვარული და მეგობრობა.
„მათი ქცევა ხანდახან თავგამეტებით სიყვარულს ჰგავს. ხანდახან, როდესაც ბელადთაგან ერთ-ერთი კვდება, მეორე ცხოვრების ბოლომდე მარტო რჩება. მგლები საერთოდ ძალიან მონოგამიურები არიან“.
Фотография: Два года в волчьей стае: как грузинский ученый выживал среди диких зверей №8 - BigPicture.ru
იასონი ტკივილით იხსენებს, რომ ერთხელ საკუთარი ხელით მოკლა სამი მგელი. ეს ყველაფერი, ცხადია, თავდაცვის მიზნით მოხდა. ახლა მეცნიერი უკვე 70 წელზე გადაცილებულია. მან მუშაობას თავი დაანება, მაგრამ მგლებისადმი ინტერესი არ გამქრალა. მან რამდენიმე წიგნი დაწერა, რომელიც ველურ ცხოველებს ეძღვნება. რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს ამ საკითხებზე, ასევე კითხულობს ლექციებს უნივერსიტეტში.
ბერიძემ აღიარა, რომ მგლები მას ძალიან ენატრება: „როდესაც ვიხსენებ მათთან ერთად გადატანილს, ვხვდები, რომ ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები