როგორ გამოიყურებოდა ტელევიზორის ისტორიაში პირველი პულტი

წარსულში ხალხი მხოლოდ ოცნებობდა დისტანციურ მართვაზე. დღეს უკვე ჩვენს ტელევიზორზე არხების გადართვა პლასტმასის პულტით შეგვიძლია ან, საერთოდაც, აპლიკაციას ვიწერთ სმარტფონზე. 1955 წელს ინჟინრებმა საერთოდ არ იცოდნენ, რა არის სმარტფონი. მათ ფანარი-პულტი გამოიგონეს, რომელიც არხებს შუქის ნაკადის დახმარებით რთავდა. ეს სასწაულმოქმედი პულტი ელექტრონიკის სფეროში ნამდვილი გადატრიალება გახდა.

ტელევიზორების პულტებს შორის ისტორიაში პირველ მოდელად Lazy Bones ითვლება, რომელიც 1950 წელს გამოიგონა კომპანია Zenith-მა. პულტი ტელევიზორთან სადენით იყო დაკავშირებული, რომელსაც მრავალი მომხმარებელი უჩიოდა.

Фотография: Как выглядел первый в истории пульт для телевизора №1 - BigPicture.ru

მაშინ, 1955 წელს ინჟინერიამ პროგრესი განიცადა. იმავე კომპანია Zenith-ის ინჟინერმა, იუჯინ პოლმა შეიმუშავა Flash-Matic – მხოლოდ დისტანციური მართვის პულტი, რომელიც ყოველგვარი გაყვანილობის გარეშე მუშაობდა. ეს საოცარი ნივთი ოთხი ფოტოელემენტისგან იყო შემდგარი, რომელიც ტელევიზორი კუთხეებში იყო განლაგებული.

Фотография: Как выглядел первый в истории пульт для телевизора №4 - BigPicture.ru

თითო ფოტოელემენტი ტელევიზორში ცალკეულ ფუნქციაზე აგებდა პასუხს. პულტიდან გამომავალი შუქის ნაკადი მიემართებოდა ტელევიზორის სხვადასხვა კუთხეში, მომხმარებელი რთავდა არხებს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, არეგულირებდა ხმას და შეეძლო ტელევიზორის ჩართვა/გამორთვა.

Фотография: Как выглядел первый в истории пульт для телевизора №2 - BigPicture.ru

მიუხედავად სენსაციური გამოგონებისა, მას მაინც ჰქონდა რამდენიმე ნაკლი, რომელიც მოგვიანებით გამოჩნდა. მაგალითად, მოწყობილობას არ ჰქონდა დამცავი სქემები. თუკი ტელევიზორი ისეთ ადგილას იდო, სადაც მას პირდაპირ ხვდებოდა მზის სხივები, სისტემის მუშაობა ფერხდებოდა.

ინჟინერია ისევ წინ წავიდა და 1956 წელს იუჯინ პოლის კოლეგამ, რობერტ ადლერმა გამოიგონა ახალი, გაუმჯობესებული პულტი – Zenith Space Command, რომელიც ულტრაბგერით ტალღებზე  მუშაობდა. ამ პულტს ელემენტები არ სჭირდებოდა.

Фотография: Как выглядел первый в истории пульт для телевизора №6 - BigPicture.ru

მექანიკური ღილაკები პულტის შიგნიდან სიხშირის ბგერებს აგენერირებდა, რომლებსაც ტელევიზორის მიკროფონი იჭერდა – მისი დახმარებით, შესაძლებელი იყო არხების მხოლოდ ერთი მიმართულებით გადართვა.

პულტი ძალიან ძვირადღირებული იყო უბრალო ადამიანისთვის, ვინაიდან ის დამატებით 6 ლამპას მოიხმარდა სიგნალის დასამუშავებლად. მოგვიანებით, ლამპები ჩაანაცვლა ტრანზისტორებმა –  ასეთი პულტებს წარმატებით აწარმოებდნენ და ყიდდნენ მომდევნო 25 წლის განმავლობაში, სანამ 80-იანებში ინფრაწითელი ტექნოლოგია არ გამოიგონეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები