მარტინ კოუნი – „თვითმარქვია ექიმი“, რომელმაც ათასობით ახალშობილი იხსნა სიკვდილისგან

ექიმ მარტინ კოუნის ზოგიერთი შეშლილად თვლიდა, ზოგი კი, უპრინციპო, ბოროტ ადამიანად. მას უყენებდნენ ბრალდებებს სამედიცინო ეთიკის დარღვევისთვის, მაგრამ ეს ადამიანი მხოლოდ მოწყენილად იღიმებოდა და უკან ბრუნდებოდა თავის პატარა პაციენტებთან. სინამდვილეში, მარტინ კოუნი ვერ არღვევდა  ეთიკას, რომელიც მედიკოსებს შორის იყო მიღებული, ვინაიდან ის „თვითმარქვია“ გახლდათ და არასდროს უსწავლია ექიმობა. თუმცა, ამან ხელი სულაც არ შეუშალა, მრავალი სიცოცხლე გადაერჩინა.

1903 წელს ბრუკლინის ქუჩებში, აშშ-ში უცნაური აფიშები გამოჩნდა. ყველა გამვლელს სთავაზობდნენ დღენაკლული ჩვილების ნახვას, მხოლოდ 25 ცენტად. ეს „გასართობი“  ადგილი წარმოადგენდა  შენობას, რომელშიც განლაგებული იყო იკნუბატორები, ვადაზე ადრე დაბადებული ჩვილებით.

Фотография: История доктора-самозванца Мартина Коуни, спасшего тысячи младенцев от неминуемой смерти №2 - BigPicture.ru

აფიშა და სტატიები გაზეთებში ყველას შოკისმომგვრელი წინადადებებით იზიდავდა. აშშ-შიც კი, სადაც ცირკში ადამიანებს სიამოვნებით უყურებდნენ და სხვა ფერის კანის მქონეებს არასრულყოფილად თვლიდნენ, მათი ტექსტები ძალიან გამომწვევი იყო:

„აქ თქვენ პატარა, უცნაურ არსებებს ნახავთ. ძნელი დასაჯერებელია, რომ ყველა მათგანი ოდესმე სრულყოფილი ადამიანი გახდება. ისინი უფრო მაიმუნებს ჰგვანან, ვიდრე ქალსა და მამაკაცს.“ – ასე ჰყვებოდა ბავშვების გამოფენაზე  პოპულარული ყოველდღიური ჟურნალი World Fair და ეს ჯერ კიდევ არ იყო ყველაზე უცნაური აღწერა.

„ატრაქციონის“ მფლობელი გახლდათ ებრაელი მარტინ კოუნი, რომელიც საკუთარ თავს  ექიმს უწოდებდა. ის ამტკიცებდა, რომ ფრანგი ექიმის, პიერ-კონსტანტე ბუდენის მოსწავლე იყო, რომელმაც მსოფლიოში პირველი ინკუბატორი შექმნა ბავშვებისთვის. სინამდვილეში, არავითარი სამედიცინო განათლება კოუნის არ ჰქონია და ცხადია. ბუდენსაც არ იცნობდა.  პირველი ინკუბატორები დღენაკლული ბავშვებისთვის 1880 წელს პარიზში გაჩნდა. კოუნიმ რამდენიმე ასეთი დანადგარი შეიძინა საფრანგეთში და 1896 წელს ბერლინში ჩამოიტანა გამოფენაზე. თუმცა, ამ სამედიცინო დანადგარმა არანაირი ინტერესი არ გამოიწვია გერმანელებს შორის ისევე, როგორც სხვა ევროპული ქალაქების მოსახლეობაში.

Фотография: История доктора-самозванца Мартина Коуни, спасшего тысячи младенцев от неминуемой смерти №3 - BigPicture.ru

მთელი ევროპის შემოვლის შემდეგ მარტინ კოუნი მიხვდა, რომ აღიარება უნდა მოეძებნა არა ევროპელებს შორის, არამედ ამერიკელებთან. ამჯერად „ექიმს“  ყველაფერი გამოუვიდა და ის ბრუკლინში დაფუძნდა, სადაც მისი „შოურუმი“ 1903-დან 1940 წლამდე მუშაობდა. მხოლოდ 25 ცენტით, სტუმრებს შეეძლოთ, თავისი თვალით ენახათ დღენაკლული ჩვილები და აპარატები, რომლებიც მათ სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ. თითქმის, მთელი ფული პატარა პაციენტების სიცოცხლის შენარჩუნებაზე იხარჯებოდა – წლების მუშაობის შედეგად კოუნის კაპიტალი არ მოუგროვებია და არც ქონება შეუძენია.

1 ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნება, დაახლოებით, 15 დოლარი ჯდებოდა, რაც დღევანდელ დღეს, დაახლოებით, 400 დოლარს შეადგენს. ისე გამოვიდა, რომ ადამიანები მიდიოდნენ პატარა ბავშვების სანახავად, რომლებიც სიკვდილს ებრძოდნენ და ისინი ამ პროცესს თავად აფინანსებდნენ. XX საუკუნის პირველ ნახევარში დღენაკლული ბავშვები არ ითვლებოდნენ სრულფასოვან ადამიანებად და მათ დაბადების შემდეგ, უბრალოდ, სასიკვდილოდ ტოვებდნენ, სამედიცინო დახმარების გარეშე. მარტინ კოუნი ამას არაადამიანურ საქციელად მიიჩნევდა და მისი არასტანდარტული გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა დასცინოდა, ერთადერთი შანსი იყო ათასობით ჩვილისთვის. ერთ-ერთი ქალი, რომელსაც შვილი დროზე ადრე გაუჩნდა, იხსენებს:

„მათ, უბრალოდ, უარი თქვეს დახმარებაზე. ამბობდნენ, რომ ბავშვი არ უნდა დაბადებულიყო და მისთვის სიკვდილის ნება უნდა მიგვეცა.“

Фотография: История доктора-самозванца Мартина Коуни, спасшего тысячи младенцев от неминуемой смерти №4 - BigPicture.ru

ამ ქალის შვილს გაუმართლა, ვინაიდან მის მეუღლეს გაგონილი ჰქონდა ექიმი კოუნის „ატრაქციონის“ შესახებ და სწორად მას გადასცა, იმდროინდელი სამედიცინო თვალსაზრისით, უიმედო ბავშვი.

ინკუბატორები, რომლებიც მარტინ კოუნიმ პარიზიდან ჩამოიტანა, ტექნიკის სასწაული იყო. ისინი დამზადებული გახლდათ შუშით და რკინით, ხოლო სითბო მიეწოდებოდა ორთქლის ქვაბიდან. შიგნით იყო დამონტაჟებული დანადგარები, რომლებიც აკონტროლებდა არსებულ ტემპერატურას, ხოლო თავად ჩვილები დაცულები იყვნენ მათთვის ჯერ კიდევ საშიში სამყაროსგან.

Фотография: История доктора-самозванца Мартина Коуни, спасшего тысячи младенцев от неминуемой смерти №7 - BigPicture.ru

„თვითმარქვია ექიმი“ არავის აქცევდა ყურადღებას და აგრძელებდა  სიკეთის კეთებას. წლების მუშაობის შემდეგ მისმა საქმემ 6500 ბავშვი გადაარჩინა. 40-იანი წლების დასაწყისში მარტინ კოუნის „ატრაქციონი“ დაიხურა, ვინაიდან მედიცინაში პოზიტიური ცვლილებები მოხდა და დროზე ადრე დაბადებული ჩვილების გადარჩენა დაიწყეს. აღნიშნული ინკუბატორების მსგავსი დანადგარები სამშობიარო სახლებში და საავადმყოფოებში გაჩნდა აშშ-სა და ევროპაში.

მარტინ კოუნმა დიდხანს იცოცხლა და 1950 წელს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. კეთილმა კაცმა ამდენწლიანი მუშაობის განმავლობაში მატერიალური სიკეთე ვერ ნახა და ეს სამყარო სრულიად ღარიბმა დატოვა. თუმცა, მისი დამსახურებით, დღეს ვადაზე ადრე დაბადებულ ბავშვებს სიცოცხლის უფლება აქვთ.

Фотография: История доктора-самозванца Мартина Коуни, спасшего тысячи младенцев от неминуемой смерти №8 - BigPicture.ru

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები