პირველი ადამიანი კოსმოსში – იური გაგარინის ყოველდღიური ცხოვრება ფოტოებზე

1961 წლის 12 აპრილს გაგარინი მსოფლიოში პირველი გაფრინდა დედამიწის ახლო კოსმოსურ სივრცეში კოსმოსური ხომალდ-თანამგზავრით – „ვოსტოკ-1“ და 1 სთ-სა და 48 წთ-ში დედამიწას ერთხელ შემოუარა (ორბიტის პარამეტრები იყო: პერიგეა-169 კმ, აპოგეა-315 კმ, ორბიტის დახრა ეკვატორის მიმართ 64.95°). მაშინდელი ტექნიკა საშუალებას არ იძლეოდა კოსმონავტი ხომალდში მყოფი დაშვებულიყო დედამიწაზე და ამის გამო გაგარინი (ისევე როგორც ყველა სხვა კოსმონავტი „ვოსხოდ-1“ გაფრენამდე) 7 კილომეტრ სიმაღლეზე კატაპულტით გამოეყო ხომალდს და მიწაზე დაეშვა. ეს ფაქტი დიდი ხნის განმავლობაში დამალული იყო მსოფლიო საზოგადოებისგან. გაფრენის წარმატებით დასრულების შემდეგ გაგარინი სრულყოფდა თავის ოსტატობას, ასწავლიდა და ავარჯიშებდა კოსმონავტებს, ხელმძღვანელობდა კოსმოსურ ხომალდების ფრენას, ამავე დროს ეწეოდა დიდ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მუშაობას. იყო სსრკ-ის VI-VII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საკავშირო ალკკ ცკ-ის წევრი, 1966-იდან ასტრონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის საერთაშორისო აკადემიის საპატიო წევრი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და ბევრი უცხოური სახელმწიფო უმაღლესი ორდენებით.

ის ტრაგიკულად დაიღუპა საწვრთნელი ფრენის დროს, ვლადიმირის ოლქის სოფ. ნოვოსიოლოვოსთან (დაღუპვის შესახებ არსებობს სხვადასხვა დაუსაბუთებელი ვერსია). დასაფლავებულია მოსკოვში, წითელ მოედანზე. მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად, სმოლენსკის ოლქის ქ. გჟატსკს დაერქვა ქ. გაგარინი და სმოლენსკის ოლქის გჟატსკის რაიონს გაგარინის რაიონი. ი. ა. გაგარინის სახელი მიეკუთვნა წითელდროშოვან კუტუზოვის ორდენოსან სამხედრო-საავიაციო აკადემიას მონინოში. გაგარინის სახელი ეწოდა მთვარის ერთ-ერთ კრატერს.

გთავაზობთ ფოტოებს ცნობილი კოსმონავტის ყოველდღიური ცხოვრებიდან.

Удачная охота на уток осенью 1966 года.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები