ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს, რომელიც ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, შარმ-ელ-შეიხში იმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური სამიტზე სიტყვით გამოვა და კლიმატის ცვლილებით განპირობებული გამოწვევების დაძლევის გზებზე გაამახვილებს ყურადღებას.

შარმ ელ-შეიხის საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრში, სადაც კონფერენცია იმართება, საქართველოს პრემიერმინისტრს და სამიტის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერებს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი – აბდულ-ფათაჰ ალ-სისი და გაეროს გენერალური მდივანი – ანტონიო გუტიერეში დახვდნენ.

საქართველოს პრემიერმინისტრი შარმ-ელ-შეიხში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – რევაზ ჯაველიძე არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები