Defmon: უკრაინამ რუსეთის მიერ მიტაცებული საკუთარი ტერიტორიის ნახევარი უკვე დაიბრუნა
უკრაინელმა სამხედროებმა 2014 წლიდან რუსეთის კონტროლის ქვეშ არსებული საკუთარი ტერიტორიების 35% დაიბრუნა.
ამის შესახებ პროექტის – Defmon-ის OSInt-ანალიტიკოსების ანგარიშშია ნათქვამი.
კერძოდ, უკრაინის შეიარაღებულმა, მათ შორის, ანექსირებული ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ჩათვლით, ტერიტორიის 37% გაათავისუფლა, ანუ – 24 თებერვლიდან რუსების მიერ დაკავებული ტერიტორიის 50%.
ანალიტიკოსების მონაცემით, უკრაინის ტერიტორიის 124 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი რუსეთის კონტროლის ქვეშ იყო. 6 ნოემბრის მდგომარეობით, 75 000 კვადრატული კილომეტრის გათავისუფლება მოხერხდა.