ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ დღეს აშშ უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს

დღეს ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

„ვფიქრობ, დღეს მე და თქვენ მოვისმენთ აშშ-დან უკრაინის დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ განცხადებას. მას ხელს მოაწერს ბაიდენი… იქ გავიგებთ სასიხარულო ამბებს. ამის შესახებ ვიცი, მაგრამ დაველოდოთ“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.

როგორც მინისტრმა განმარტა, ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ, სადაც რამშტეინის ფორმატში შეხვედრა გაიმართა, ყველა დამსწრემ გაიგო, რომ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა უკრაინისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია.

„ჩვენმა პარტნიორებმა ეს ძალიან კარგად გაიგეს და დღეს მათ გადაწყვეტილი აქვთ გააძლიერონ ჩვენი ცის დაცვა“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები