ბენიტო მუსოლინი – დუჩეს სიკვდილით დასჯა
ადოლფ ჰიტლერმა ტყუილად არ დაავალა დამხმარეს, ეზრუნა ფიურერის და ევა ბრაუნის ცხედრებზე სიკვდილის შემდეგ. მან უკვე იცოდა, როგორ მოექცა ხალხი მისი თანამოაზრის ცხედარს – იტალიის დუჩეს ბენიტო მუსოლინის და მის საყვარელს, კლარა პეტაჩის.
ფაშისტური იტალიის ბელადის სიკვდილი საზარელი და სხვა ფაშისტებისთვის ჭკუის სასწავლებელი იყო. ბენიტო მუსოლინის სიკვდილი 1945 წლის 28 აპრილს, იტალიის პატარა ქალაქ ჯულინო დი მეძეგრაში ეწვია. მისი ათასობით თანამოაზრე ტვყედ ჰბარდებოდა საბჭოთა კავშირის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ჯარს. მუსოლინის რეჟიმის დასასრული აშკარა იყო.
დუჩე იძულებული გახდა, მარცხი ეღიარებინა. მას ნეიტრალურ შვეიცარიაში უნოდა გამგზავრება ან ესპანეთში მაინც, მაგრამ ზუსტად საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას აიყვანეს გაქცეული ბელადი პარტიზანებმა. მათ იცნეს იტალიის ერის ყოფილი მამა, რომელიც გერმანულ ფორმაში იყო გამოწყობილი.
ბენიტო მუსონილის და კლარა პეტაჩის, დუჩეს უკანასკნელ საყვარელს, სიკვდილის წინ, როგორც შემონახული ფოტოებიდან ირკვევა, ძალიან დიდხანს სცემდნენ. მათი სიკვდილით დასჯა დახვრეტით არ დასრულებულა. შემდეგ ბენიტო მუსოლინის, მისი საყვარლის და კიდევ 5 ჩინოვნიკის ცხედარი მილანში წაიღეს, სადაც დემონსტრაციულად ჩამოკიდეს ფეხებით პიაცა ლორეტოს მოედანზე. 1944 წლის 10 აგვისტოს, დიქტატორის ბრძანებით, იქ 15 ანტიფაშისტი ჩამოკიდეს, ხოლო 10 თვის შემდეგ მას ყველაფერი უკუღმა შემოუტრიალდა.
მეორე მსოფლიო ომის მთელი დროის განმავლობაში, ხალხი ძალიან გაუხეშდა. ისინი მიჩვეული იყვნენ ასეთ სცენებს, ამიტომ მკვდარი ტირანის დანახვა მათთვის ნამდვილი დღესასწაული იყო. მას შემდეგ, რაც სახრჩობელაზე თოკები გადაჭრეს, ყველას, ვისაც სურდა, შეეძლო მისულიყო, მიეფურთხებინა და დაეწყევლა დუჩე.
იტალიის ბელადის დასაფლავების ადგილი უსახელო საფლავი გახდა მუზოკოს სასაფლაოზე. თუმცა, დასაფლავების შემდეგ ბევრჯერ მოხდა ბენიტოს ექსჰუმაცია, გატაცება და საბოლოოდ საგვარეულო საფლავზე დაკრძალვა.
როგორ დაიჭირეს და დახვრიტეს მუსოლინი
1945 წლის 27 აპრილს მუსოლინი კლარასთან და რამდენიმე ფაშისტ ლიდერთან ერთად შეუერთდა გერმანული სატვირთო მანქანების კოლონას და მათი საშუალებით ცდილობდა დაეტოვებინა იტალია. თუმცა, ესკორტი შეაჩერა 52-ე გარიბალდის ბრიგადამ (მეთაური — „პედრო“ – გრაფი პ. ბელინი დელა სტელე, კომისარი — „ბილ“ — უ. ლაზარო). შეტაკების შემდეგ, პარტიზანებმა თანხმობა განაცხადეს გერმანელების გაშვებაზე იმ პირობით, თუ მათ იტალიელ ფაშისტებს გადასცემდნენ. მუსოლინი, რომელიც ლუფტვაფეს უნტეროფიცერის ფორმაში იყო გამოწყობილი, ცდილობდა თავი გერმანელად გაესაღებინა. ამის გამო ის და კლარა იძულებული გახდნენ განცალკევებულიყვნენ. კომისარმა ბილმა და კომუნისტმა პარტიზანმა დ.ნეგრიმ მუსოლინი იცნეს, რის შემდეგაც იგი დააპატიმრეს. პეტაჩი ნებაყოფლობით ჩაბარდა მათ. ფაშისტებმა შექმნეს ჯგუფი ყოფილი დიქტატორის გასათავისუფლებლად, მაგრამ ისინი კომუნისტმა პარტიზანებმა დააკავეს. მუსოლინი და პეტაჩი გაგზავნეს სოფელ ჯულინო დი მეძეგრაში, სადაც გლეხის სახლში მკაცრ კონსპირაციულ პირობებში დამალეს. იმავდროულად, მოკავშირეთა სარდლობამ, როდესაც შეიტყო მუსოლინის დაპატიმრების შესახებ, დაჟინებით მოითხოვა ეროვნული განმათავისუფლებელი კომიტეტისგან დიქტატორის გადაცემა. თუმცა, ვინაიდან მუსოლინის ამერიკელებისთვის გადაცემა არ სურდათ, ეროვნული განმათავისუფლებელი კომიტეტის (ეგკ) კომუნისტ წევრთა ჯგუფმა დიქტატორის სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა. ამ მიზნით, რაზმთან ერთად გაგზავნეს პოლკოვნიკი ვალერიო (ვალტერ აუდისიო) ჯულინო დი მეძეგრაში. იგი ეროვნული განმათავისუფლებელი კომიტეტის მანდატით იყო აღჭურვილი და მინიჭებული ჰქონდა გადაუდებელი უფლებამოსილება. მუსოლინი და პეტაჩი გადაიყვანეს ვილა ბელმონტეში, რომლის ღობესთან გადაწყდა მუსოლინის დახვრეტა. აუდისიომ პეტაჩის გვერდზე გასვლა შესთავაზა, მაგრამ კლარამ მუსოლინის სახელოზე მოჰკიდა ხელი და ცდილობდა მას სხეულით გადაჰფარებოდა. შედეგად, იგი მუსოლინისთან ერთად დაიღუპა.