გორში სკვერების და სხვა გამწვანებული სივრცეების მოწესრიგება მიმდინარეობს

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს გამწვანების სამსახური სხვადასხვა სახის სეზონურ სამუშაოებს ახორციელებს. ინფორმაციას კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს. 

“მიმდინარეობს ქალაქში არსებული სკვერების და სხვა გამწვანებული სივრცეების მოწესრიგება, გაზონების გათიბვა-გასუფთავება, წვერ-ხმელი და ნახევრად ხმელი ხეების გადაბელვა, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე ხმელი ხეების მოჭრა, ნარგავების მორწყვა.

რამდენიმე ლოკაციაზე დაგეგმილია ხე-მცენარეების დარგვა.
საშემოდგომო გამწვანებისთვის შერჩეულ სახეობებს შორისაა ტუია, წყავი, ნეკერჩხალი, ფიჭვი, ლუგუსტრუმი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები