„პრინცესა მანუელა“ – პაბლო ესკობარის ერთადერთი ქალიშვილის ისტორია

ისტორიამ ძალიან ბევრი მაგალითი იცის იმისა, თუ როგორი მზრუნველი მამები იყვნენ ყველაზე საშინელი ადამიანები. ასეთი მამობის ერთ-ერთი მაგალითია კოლუმბიელი ნარკობარონი პაბლო ესკობარი. ადამიანი, რომელიც აშშ-ში ნარკოტიკის 90%-ის შეტანას აკონტროლებდა და თვალის დახამხამებაში აქრობდა არასაჭირო ადამიანებს. მას ძალიან უყვარდა თავისი ერთადერთი ქალიშვილი მანუელა, რომელსაც „პატარა პრინცესას“ ეძახდა.

ბედნიერი, მაგრამ სახიფათო ბავშვობა

ყველაგან ძებნაში მყოფი ნარკომოვაჭრის ქალიშვილად ყოფნა სულაც არ არის ადვილი. ეს ყველაფერი მანუელამ დაბადებისთანავე იგრძნო – ის ქვეყანას 1984 წელს პანამაში მოევლინა. იქ ესკობარმა გაგზავნა ორსული მეუღლე მარია-ვიქტორია, ვინაიდან სამშობლოში ყოფნა მისთვის ძალიან სახიფათო იყო.
თუმცა, იმის თქმა, რომ მანუელა ცხოვრებაში რამით იყო შეზღუდული, ძალიან რთულია. გაჩენისთანავე ის მამისთვის მთავარი განძი გახდა. პაბლო თავისი la princesa-ს ნებისმიერ სურვილს ასრულებდა მაშინაც კი, როცა ისინი რეალობას ეწინააღმდეგებოდა. ესკობარს საკუთარი ზოოპარკი ჰქონდა, სადაც თავმოყრილი იყო ცხოველები მთელი მსოფლიოდან, მათ შორის ბეჰემოთი, ჟირაფი და სპილო, მაგრამ ერთხელ მანუელას დაბადების დღეზე „უნიქორნი“ მოუნდა. ცხადია, ეს ცხოველი არ არსებობს, მაგრამ ამან პაბლო არ შეაჩერა. მან საჯინიბოდან თეთრი ცხენის გამოყვანა, მის თავზე რქის, ხოლო ზურგზე ბუტაფორიული ფრთების დამაგრება ბრძანა.
ყველაფერი ძალიან რეალისტურად გამოიყურებოდა და ბავშვი კმაყოფილი იყო. ხოლო ის, რომ ღონისძიების შემდეგ ცხოველი, რომლის ფასიც დიდი სახლის ფასს აჭარბებდა, მოკვდა, მოსიყვარულე მამას საერთოდ არ ანაღვლებდა. თითო ჩამოვარდნილი სარძევე კბილისთვის ესკობარი ქალიშვილს მილიონ დოლარს აძლევდა, ხოლო მისი დაბადების დღეების მასშტაბი ქალაქის წვეულებას ჰგავდა.
ერთხელ ესკობარს ქალიშვილთან ერთად მოუწია მიმალვა. მათ ღამე მიტოვებულ ფერმაში გაათიეს. იქიდან გამომდინარე, რომ ღამით ძალიან ციოდა, მამა მთელი ღამის განმავლობაში აგიზგიზებდა ღუმელს ფულის შეკვრით.
როგორც ამბობენ, დილისთვის დამწვარი იყო, დაახლოებით, 2 მილიონი დოლარი.
თავისი პრინცესას გულისთვის ის ფეშენებელური ციხიდან, ლა-კაფედრალიდან გამოიქცა, რამაც შემდეგ სიკვდილამდეც მიიყვანა. პაბლო ესკობარი 1993 წლის 2 დეკემბერს, ადევნებისას პოლიციელმა მოკლა. მანუელა მაშინ მხოლოდ 8 წლის იყო, მას დედასთან და უფრო ძმასთან ერთად მოუწია ქვეყნიდან გაქცევა. ნარკობარონის ოჯახი შემდეგ არგენტინაში დასახლდა. ეს ერთადერთი ქვეყანა იყო დასავლეთ ნახევარსფეროში, რომელმაც საერთაშორისო დამნაშავის ოჯახის შეფარება გადაწყვიტა.
უცხო ქვეყანაში არავინ იყო გახარებული მანუელა ესკობარის იქ ყოფნით, ამიტომ გოგონას სახელის და გვარის შეცვლა მოუწია. სკოლაში მას ეძახდნენ ხუანა მანუელა მაროკენ სანტოსს. ის 1999 წლამდე უბრალო არგენტინელი გოგონას ცხოვრებით ცხოვრობდა.
ყველაფერი გააფუჭეს მისმა ძმამ და დედამ, როდესაც ახალ სამშობლოში ბინძური საქმეების ტრიალი დაიწყეს. დედა-შვილი ციხეში მოხვდნენ, ხოლო მანუელას ვინაობა გამჟღავნდა. გოგონა იძულებული გახდა, სახლში სწავლებაზე გადასულიყო.
ითვლება, რომ მანუელა მამის მიერ დატოვებული კაპიტალის, 20 მილიარდი დოლარის ძირითადი მემკვიდრე გახდა. ის ახლა, დაახლოებით, 38 წლისაა, არგენტინის დედაქალაქში ცხოვრობს და სოციალურ ქსელებშიც კი არ არის დარეგისტირებული. ზოგიერთი ჟურნალისტის ინფორმაციით, მანუელამ დიდი ხანია, არგენტინა დატოვა და აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში დასახლდა. იქ ის რიგით ინჟინრად მუშაობს ენერგეტიკის კომპანიაში.
 
მანუელა ერთადერთი ადამიანია ესკობარის ოჯახიდან, რომელსაც კანონი არ დაურღვევია. მის უფროს ძმას ცხოვრების საერთოდ სხვა წესი აქვს. მან მამის ცხოვრების შესახებ წიგნი დაწერა და ასევე, მასზე ფილმის გადაღებების დროსაც მიიღო მონაწილეობა. ხუან პაბლომ ასევე შექმნა ბრენდი „Escobar Henao“. მისი კოლექციის ნივთებზე დატანილია ნარკობარონის პორტრეტები, იარაღი, ფული და ყველანაირი განგსტერული ატრიბუტიკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები