თორნიკე რიჟვაძე ევროპის საზღვაო რეგიონების ასოციაციის ვიცეპრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საზღვაო რეგიონების კავშირის (CPMR) 50-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა.

გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც საბერძნეთის რესპუბლიკაში გაიმართა, CPMR-ის პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტები აირჩიეს. თორნიკე რიჟვაძემ ევროპის საზღვაო რეგიონების კავშირის (CPMR) ვიცეპრეზიდენტის თანამდებობა მეორე ვადით დაიკავა.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა კრეტას ხელისუფლების ხელმძღვანელებსა და CPMR-ის პრეზიდენტთან.

საზღვაო რეგიონების კავშირი 150 რეგიონს აერთიანებს. ასოციაცია ფოკუსირებულია სოციალურ, ეკონომიკურ საკითხებზე, საზღვაო პოლიტიკასა და ლურჯი ეკონომიკის განვითარებაზე. CPMR-ის წარმომადგენლობა მოიცავს დაახლოებით 200 მილიონ ადამიანს.

2020 წლის ივნისიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა CPMR-ის და ამავე ორგანიზაციის შავი ზღვისა და ბალკანეთის კომისიის (BBSC) სრულუფლებიანი წევრია. 2020 წლის 29 ოქტომბერს კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, პირველად, 2 წლის ვადით CPMR-ის ვიცეპრეზიდენტად იქნა არჩეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები