რუსთავი-გარდაბნის გზაზე ცემენტის ქარხნასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვს მუნიციპალური ავტობუსი დაეჯახა. ის გარდაბნის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, კლინიკაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.
“კვირას” ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.