ნინო გეგეჭკორი და ლავრენტი ბერია

ბევრი ფიქრობს, რომ  სიმდიდრე ბედნიერების სინონიმია, თუმცა ეს ასე სულაც არ არის. ასევეა მდიდარი და გავლენიანი ადამიანების შემთხვევაშიც. მათი ქორწინება ყოველთვის ნათელი მომავლის და „კუბოს კარამდე“ სიყვარულის მომასწავებელი არ გახლავთ.

ნინო გეგეჭკორი 16 წლის იყო, როდესაც ლავრენტი ბერიას ცოლად გაჰყვა. წიგნში „მარშლები და სახელმწიფო მდივნები“ ზენკოვიჩი წერს, რომ მათ ერთმანეთი სოხუმში გაიცნეს, როდესაც გოგონა დაპატიმრებული ძმის გათავისუფლების სათხოვნელად ჩავიდა. მაშინ იქ მატარებელი იდგა, რომლითაც ბერია თბილისში უნდა წასულიყო. გოგონას თქმით, სანამ ბერიაზე გათხოვდებოდა, მას რამდენიმე თვის მანძილზე იცნობდა. 22 წლის ახალგაზრდა ნინოს ყოველთვის პარკში პატიჟებდა სასეირნოდ. ერთხელ, ერთ-ერთი ასეთი გასეირნების დროს ბერიამ ნინოს უთხრა, რომ მისი ცოლად მოყვანა სურდა. ის მაინც და მაინც შეყვარებული არ ყოფილა ნინოზე, მაგრამ ლავრენტის ბერლინში მივლინება უწევდა, თუმცა იმ დროს საზღვარგარეთ მხოლოდ დაოჯახებულებს უშვებდნენ.

ნინომ ახალგაზრდა მამაკაცის ხელის თხოვნა მიიღო, ვინაიდან მას მობეზრებული ჰქონდა ნათესავებთან ცხოვრება (მას შემდეგ, რაც ნინომ მშობლები, სახლი და საარსებო საშუალება დაკარგა, ნათესავებმა ის თავისთან შეიკედლეს.)

„არავისთვის არცერთი სიტყვა არ მითქვამს, ისე დავქორწინდით. ამის შემდეგ ქალაქში გავრცელდა ჭორები, რომ ლავრენტიმ მომიტაცა. მსგავსი არაფერი ყოფილა. მე საკუთარი სურვილით დავქორწინდი ” – ამბობდა ნინო.

მიუხედავად იმისა, რომ მათი ქორწინება არ იყო დაფუძნებული სიყვარულზე, ნინო მთელი ცხოვრება მხარს უჭერდა და ამართლებდა მეუღლეს, მას შემდეგაც კი, რაც მისი საშინელი დანაშაულების სია გამოქვეყნდა. ნინოს არანაირი ჭორის არ სჯეროდა მისი ქმრის სასიყვარულო ამბების შესახებ.

ბერიას დაპატიმრების შემდეგ მის მეუღლეს და ვაჟს ცალ-ცალკე საკანში ამყოფებდნენ და მათზე ძალადობდნენ. მიუხედავად ამისა, ნინოს მაინც უარს აცხადებდა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. რაღაც დროის შემდეგ ის და მისი ვაჟი სვერლოვსკში გაგზავნეს, შემდეგ კი, კიევში გადავიდნენ საცხოვრებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები