ჩეხეთის სენატორები ზუგდიდში ჯანდაცვის ობიექტების მუშაობას გაეცნენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი – პეტრ მიკისკა ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელთან, იანა ზელინგეროვასა და ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სენატორებთან ერთად სტუმრობდა.

დელეგაციის წარმომადგენლები სკრინინგ ცენტრსა და რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ.

შეხვედრაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი – მამუკა წოწერია მოადგილესთან, კონსტანტინე კაკავასთან და საქართველოს პარლამენტის წევრთან, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად იმყოფებოდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონისთვის ძლიერი ჯანდაცვის სისტემა და მისი ტექნიკური აღჭურვა.

ცნობისთვის, ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა, ხოლო რუხის კლინიკას 190 ათასი ევროს ღირებულების ტექნიკა გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები