რომელია ყველაზე იაფი ვალუტა და რას გვიყვება მასზე უახლესი ისტორია

უამრავი ადამიანი ოცნებობს ბევრ ფულზე, მაგრამ ბევრი კუპიურა ყოველთვის სიმდიდრის მიმანიშნებელი არაა. არსებობს ვალუტა, რომელსაც აბსოლუტურად არ გააჩნია ფასი და საბეჭდი იმ ქაღალდის საფასურსაც ძლივს უტოლდება, რომელზეც არის დატანილი.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ყველაზე „იაფი ფულის“ სიაში მოწინავე პოზიციები ხშირად იცვლება. ყველაფერი დამოკიდებულია ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე. ფინანსური კრიზისი, ომი, სახელმწიფო გადატრიალება და უბრალო პოლიტიკური სკანდალიც კი შეიძლება ვალუტის დაცემის მიზეზი გახდეს.

2022 წლის მდგომარეობით, პირველ ადგილს ყველაზე გაუფასურებული ვალუტის სიაში იკავებს ირანული რიალი. ოქტომბრის შუა რიცხვებში ერთ აშშ დოლარად შესაძლებელი იყო 42 ათასი რიალის შეძენა, ხოლო 1 ლარად, დაახლოებით, 15 418 რიალის.

როგორ შეიძლება ასე მომხდარიყო ქვეყანაში, რომელშიც არსებობს საწარმოები, ნაპოვნია ნავთობის და გაზის საბადო, აქვს ზღვაზე გასასვლელი და გააჩნია თავისი კომერციული პროგრამა? ირანული რიალის დევალვაცია 1979 წელს დაიწყო. მაშინ ქვეყანაში ისლამური რევოლუცია მოხდა და არსებული პროგრესული საბჭოთა ქვეყანა გადაიქცა ქვეყნად, რომელსაც იმამები და მოლები მართავენ.

ბევრმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა ირანი გაურკვევლობისა და ქაოსის გამო. ცოტა ხანში დაიწყეს თავიანთი კაპიტალის საზღვარგარეთ გატანა ადგილობრივმა მეწარმეებმა, რომლებიც მიჩვეულები იყვნენ თავისუფლებას ბიზნესის წარმოებისას.

1980 წელს ირანსა და ერაყს შორის ომი დაიწყო, რომელიც 8 წელს გრძელდებოდა. შემდეგ ირანის ისლამურმა მთავრობამ განაცხადა, რომ საკუთარ ბირთვულ პროგრამას იწყებს და გეგმავს იარაღის შეძენას. ამან გამოიწვია სანქციების დაკისრება უკვე ისედაც დასუსტებულ ქვეყანაზე. ზომებმა, რომლებიც მსოფლიო საზოგადოებამ მიიღო, ირანის ხელისუფლება გონს ვერ მოიყვანა, რამაც სანქციების გამკაცრება გამოიწვია.

ქვეყნის გაღარიბებას ხელი მისმა მთავრობამ შეუწყო. ქვეყანაში შეზღუდვები შემოიღეს მოქალაქეებს შორის უცხოური ვალუტის ბრუნვაზე. ამან მაშინ გამოიწვია მკვეთრი უარყოფითი ეკონომიკური ეფექტი. სავალუტო ოპერაციების შავი ბაზარი 400 პროცენტით გაიზარდა. ცხადია, ამ ოპერაციების სახელმწიფო ხაზინაში ფული არ შედიოდა.

2015 წელს ვითარება იმდენად დამძიმდა, რომ ირანმა თანხმობა განაცხადა, გაეყინა ბირთვული პროგრამა. სამაგიეროდ, აშშ-ს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, ჩინეთს, რუსეთსა და გერმანიას სანქციების ნაწილი უნდა მოეხსნა. შეთანხმებას ხელი საზეიმოდ მოაწერეს, მაგრამ თეირანმა მხოლოდ სამი წელი გაძლო. ცხადია, სანქციები დაბრუნდა და ახლებიც მიემატა. 2018 წელს ქვეყანამ განაგრძო ბირთვულ იარაღზე მუშაობა. დარტყმა ეკონომიკაზე ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. ნავთობს და გაზს  ირანისთვის  შემოსავლის მხოლოდ 69 პროცენტი შემოჰქონდა და ახალმა სანქციებმა ქვეყნისთვის ნახშირწყალბადების მსოფლიო ბაზარი დახურა. შეზღუდვები შეეხო ასევე მეტალურგიულ და ქიმიურ განხრას.

2020 წელს ინფლაციამ ზვავისებური ფორმა მიიღო წლის ბოლოს 600 პროცენტს მიაღწია. იმისთვის, რომ ირანელი მაღაზიაში შესულიყო, მას ფულის ჩალაგება ჩანთაში უწევდა. ამიტომაც, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ახალი ფულადი ერთეული – ტომანი შემოეღო.

მისი დახმარებით, ბანკნოტიდან 4 ნულის მოხსნა გახდა შესაძლებელი. დიდი ალბათობით, ტომანიც ძალიან მალე მტვრად იქცევა, ისევე – როგორც რიალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები