ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჯერად, ასფალტის საფარის დაგება გარახას უბანში, ჯანაშიას ქუჩაზე მიმდინარეობს.

„გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და ქალაქ ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი ჯანო პერტაია ადგილზე გაეცნენ.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ასევე, გზის ასფალტირება ქალაქის შიდა საუბნო გზებზე მიმდინარეობს.
პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება და სრულად 2023 წელს დასრულდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები