აღმოსავლეთ ლონდონის ცხოვრება ჯეკ ლონდონის თვალით

www.rarehistoricalphotos.com

პატარა ჯეკი დაწყებით კლასში რომ დადიოდა, თან გაზეთებს ყიდდა მეცადინეობის დაწყებამდე და სკოლის შემდეგ. ბევრს კითხულობდა, მაგრამ მხოლოდ სამკითხველოში, რადგან წიგნების შეძენა არ შეეძლო. ერთხანს კონსერვის ქარხანაში მუშაობდა, შემდეგ „ხამანწკების დამჭერი მეკობრე” გახდა და გაეცნო იმ ველურ და გაბედულ ცხოვრებას, რომელსაც ადრე მხოლოდ წიგნებით იცნობდა. მეზღვაური კვლავ ქარხნის მუშად იქცა და სწორედ ამ დროს დაწერა თავისი პირველი მოთხრობა სან-ფრანცისკოს გაზეთ „კოლის“ მიერ გამოცხადებული კონკურსისათვის. ეს იყო „ტაიფუნი იაპონიის ნაპირთან„, რომელმაც პირველი ჯილდო მიიღო, რამაც ავტორს სტიმული მისცა. თუმცა, გაზეთმა მისი შემდეგი მოთხრობა აღარ მიიღო და ჯეკ ლონდონის ლიტერატურული მოღვაწეობა დროებით შეფერხდა.

ჯეკ ლონდონი

1894 წლის გაზაფხულზე წამოჭრილმა ეკონომიკურმა კრიზისმა ჯეკ ლონდონი უმუშევრად დატოვა. მალე ის უბრალო მაწანწალა გახდა და ამ ხეტიალში ბევრი რამ გადაიტანა კიდეც. მცირე ხნით ციხეში ყოფნაც კი იწვნია. ყოველივე ამან ჯეკ ლონდონი სოციალისტად აქცია. 1896 წელს შევიდა სოციალისტურ პარტიაში და პოლიტიკური ეკონომიკის, ფილოსოფიისა და პოლიტიკის შესწავლას შეუდგა. ის კვლავ ოცნებობდა მწერალი გამხდარიყო, მაგრამ ამ საქმეში ხელმოცარულად ჩათვალა თავი და წავიდა ალასკაზე ოქროს მაძიებლად. იქ ერთი წელიწადი გაატარა. მართალია, უკან ისევ ღატაკი დაბრუნდა, მაგრამ ცხოვრების მდიდარი გამოცდილება შეიძინა. „კლონდაიკში მე ვპოვე ჩემი თავი, -ამბობდა ის შემდეგში, – იქ ყველა დუმს. ყველა ფიქრობს. იქ თქვენ გიმუშავდებათ სწორი თვალსაზრისი ცხოვრებაზე. იქ გაფორმდა ჩემი მსოფლმხედველობაც.”

ეს მისი ბიოგრაფიის ცნობილი ნაწილია, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ სახელოვანი მწერალი გამოცდილი დოკუმენტური ფოტოგრაფიც იყო. წლების განმავლობაში, ის იღებდა ათასობით ფოტოს აღმოსავლეთ ლონდონის, ე.წ. ისტ-ენდის ღარიბ უბნებში. ამ სტატიაში გვინდა, გაჩვენოთ სწორედ ჯეკ ლონდონის მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებიც ღარიბი ლონდონელების მაშინდელ ყოფას ასახავს.


www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები