“მგზავრთა საყურადღებოდ!” – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს და მგზავრებს აფრთხილებს.

“ჩვენი აეროპორტის მგზავრთა საყურადღებოდ! არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის საფუძველზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება და აეროპორტი რეისების მიღებას 31 ოქტომბრიდან შეძლებს. ამ პერიოდში კი რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება. ავიაკომპანიებს, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებენ ( Wizz Air, Wizz Air Abu Dhabi, FlyArystan) ინფორმაცია ამის შესახებ მიწოდებული აქვთ და თავის მხრივ მგზავრებს აცნობეს/აცნობებენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები