ძველი ეგვიპტიდან აშშ-მდე – განსხვავება მდიდრებისა და ღარიბების საკვებს შორის

პროექტი სახელად Power Hungry ორმა ნიჭიერმა ფოტოგრაფმა შექმნა – ჰენრი ჰარგრივზმა და კეიტლინ ლევინმა – რათა ეჩვენებინათ უსაზღვროდ დიდი განსხვავება მდიდრებისა და ღარიბების საკვებს შორის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. თავდაპირველად ფოტოგრაფებს სურდათ, წარმოეჩინათ განსხვავება ძველი სამყაროს მმართველებსა და მათი ქვეშევრდომების საკვებს შორის, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რომ თანამედროვე დროში ამ პრობლემას აქტუალურობა არ დაუკარგავს.

ფოტოგრაფებმა საგულდაგულოდ აღადგინეს წარსულის რამდენიმე ცივილიზაციის სადილი და ასევე, წარმოაჩინეს რამდენიმე თანამედროვე ცივილიზაციაც. ითვლება, რომ საკვების უკმარისობა და სიკვდილი შიმშილისგან ეს შუა საუკუნეების და ძველი სამყაროს ისტორიაა, მაგრამ ეს ფოტოები სულ სხვა რამეზე მეტყველებენ.

თანამედროვე შეერთებული შტატები

წარმატებულ აშშ-შიც კი განსხვავება მდიდრებისა და ღარიბების რაციონს შორის შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ განსხვავება სასარგებლო და კალორიულ საკვებს შორის, ასევე დიდი ოდენობით ცარიელი ნახშირწყლები „ღარიბის სუფრაზე“.

Современные Соединенные штаты - обеды богатых и бедных

თანამედროვე სირია

როგორი მდგომარეობაა თანამედროვე სირიაში, სადაც უკვე მრავალი წელია, ომი მიმდინარეობს? პრეზიდენტ ასადის მეუღლე ახლოაღმოსავლურ დიეტას იცავს იმ დროს, როდესაც თავად ასადი ხალხს აშიმშილებს და ამბობს, რომ არ სურს მეამბოხეების გამოკვება.

Современная Сирия - обеды богатых и бедных

ჩრდილოეთ კორეა

თანამედროვე ჩრდილოეთ კორეაში  24 მილიონზე მეტმა ადამიანმა არ იცის, მოახერხებს თუ არა ის ხვალ ჭამას, ხოლო ბავშვების მეოთხედი ნაწილი საკვების ქრონიკული უკმარისობით იტანჯება.

Северная Корея - обеды богатых и бедных

საფრანგეთი 1789 წლის რევოლუციამდე

სანამ ფრანგი ბატონები ხილით და საკონდიტრო ნაწარმით იკვებებოდნენ, მუშები თავისი ნამუშევრის დიდ წილს საკვებზე ხარჯავდნენ და მხოლოდ პურის ნაჭრის მირთმევა შეეძლოთ.

Франция ​​до революции 1789 года - обеды богатых и бедных

ძველი ეგვიპტე

ძველ ეგვიპტის აგროკურტულურ ცივილიზაციაში ღარიბების სადილი ძირითადად პურისგან და ბოსტნეულისგან შედგებოდა, ვინაიდან ხილი და ხორცი მხოლოდ ფინანსურად შემდგარი მოქალაქეებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

Древний Египет - обеды богатых и бедных

ძველი რომი

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ძველი რომაელები არ აწყობდნენ მდიდარ სუფრებს. მდიდრები იკვებებოდნენ ხილით და ბოსტნეულით, ხორცს თევზით ანაცვლებდნენ. ღარიბი ფენის რაციონში შედიოდა პური და სხვადასხვა სახის მარცვლეული.

Древний Рим - обеды богатых и бедных

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები