პანკი ქალების ფოტოები – სტილი და ისტორია
მომღერალსა და პოეტს, პატი სმიტს პანკ-მოძრაობის ნათლიდედად მოიხსენიებენ – პირველი როკ-ენ-როლელი ქალის შემდეგ სცენაზე პანკი გოგონების მთელი ჯარი გამოვიდა, რომელსაც ფოტები, პირადი ისტორიები, მხატვრული მიღწევები თავის წიგნში – „Untypical Girls: Styles and Sounds of the Transatlantic Indie Revolution“ – შეაგროვა მწერალმა და მუსიკის ჟურნალისტმა, სემ ნიმ.
ქალების პანკ-მოძრაობის ისტორია
მისი სიტყვების თანახმად, ნიმ წიგნი და ფოტოალბომი იმისთვის კი არ მოამზადა, რომ ყველა მათგანი თავიდან ბოლომდე აღეწერა, არამედ მკვლევარს აინტერესებდა თავად კულტურის – მოძრაობის არსი, მოძრაობის ძალა, ტანსაცმლის სტილი, მუსიკალური მიმართულება, რომელიც როკ-ენ-როლიდან შეიქმნა კომერციული როკ-მუსიკის ჩასანაცვლებლად 1970-იანი წლების ბრიტანულ და ამერიკულ პანკ-როკამდე.
ასევე, სემ ნის აინტერესებდა სოციალურ-პოლიტიკური პროცესები და ქალის ხმის ევოლუცია, რომელიც წლების განმავლობაში დახშობილი იყო. პანკ-მოძრაობა 70-იან წლებში რევოლუციური აღმოჩნდა, მაგრამ მნიშვნელოვანი და გავლენიანია დღესაც. ქალები აღარ ატარებენ მძიმე როკ-ქურთუკებს, მეტალის დიდ ატრიბუტიკას და იროკეზის ვარცხნილობებს, მაგრამ აგრძელებენ ქალური დამოუკიდებლობის და თვითიდენტიფიკაციის სტიმულირებას.
თეორია, ისტორია, ქრონიკა და სხვა საბუთები – ეს, ცხადია, ძალიან საინტერესოა, მაგრამ პანკი გოგოების სურათების გარეშე ვერასდროს მოიპოვებდა ისეთ პოპულარობას.