სამტრედიაში 22 წლის გოგო გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა

სამტრედიაში 22 წლის გოგო გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა.

შესაბამისი ინფორმაცია “სამტრედიის ამბების” ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

ინფორმაციის თანახმად, ლანა დარჯანიას გარდაცვალება სისხლდენამ გამოიწვია.

“სამტრედიაში დღეს გლოვის დღეა. 22 წლის ლანა დარჯანია გარდაიცვალა გლანდების ოპერაციის შედეგად, რომელიც ქუთაისში ჩაუტარდა. ოჯახის ახლობლების თქმით, მას სისხლდენა დაეწყო, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. ამ ეტაპზე, ექიმის სახელი და გვარი არ ვრცელდება. მიმდინარეობს ექსპერტიზა, რის შემდეგაც გაირკვევა მიზეზი”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები