თბილისში ქუთათელაძისა და ლაღიძის ქუჩის კუთხეში აფეთქება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ხელყუმბარა აფეთქდა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც კვირას შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებას გულისხმობს.