ალენ დელონისა და რომი შნაიდერის სიყვარულის ისტორია

ალენ დელონის და რომი შნაიდერის სიყვარულის ისტორია – რომანმა, რომელიც გადაღებების დროს დაიწყო, ევროპულ კინემატოგრაფიას ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილი აჩუქა, თუმცა ეს ამბავი, სამწუხაროდ, მელოდრამული განშორებით დასრულდა.

სიყვარულის ისტორია

ავსტრიელ მსახიობს ცოტა ხნით ადრე  შეუსრულდა 17 წელი, სანამ ფართო აუდიტორიისთვის მზის შუქზე გამოვიდოდა ისტორიული დრამა „SISSI“. ზუსტად ასე გაიღვიძა ერთ დღეს ახალგაზრდა როზმარი მარგარეტ ალბახმა უკვე მსოფლიო ვარსკვლავად. მშობლიურ ავსტრიასა და მეზობელ გერმანიაში გოგონა  ისედაც ცნობილი იყო. მან კინოში გადაღება 14 წლის ასაკში დაიწყო, დედასთან ერთად. 1957 წელს ტრილოგიის დასკვნითი ნაწილი გამოვიდა.

გაცნობა

ისტორიული მელოდრამის მე-4 ნაწილის მაგივრად როზმარიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს მთავარ როლზე ფილმ „კრისტინაში“, სადაც ახალგაზრდა ფრანგი დებიუტანტის, ალენ დელონის პარტნიორი გახდა. სიუჟეტის მიხედვით, წყვილს შეყვარებულების როლის შესრულება მოუწია. ახალგაზრდა მსახიობები სერიოზულად გაიტაცა სიუჟეტურმა ინტრიგამ, რაც შემდეგ ეკრანიდან რეალურ ცხოვრებაში გადმოვიდა. მამაკაცი თავის მეგობარ გოგონაზე სამი წლით იყო უფროსი, მაგრამ 20 წლის ქალი უკვე ვარსკვლავი იყო, ხოლო 23 წლის ფრანგი – მხოლოდ ნიჭიერი დებიუტანტი.

რომანი

სამომავლოდ სიმპათიურ ფრანგს დიდი კარიერა ელოდა, მაგრამ გაცნობის დროს ისინი სხვადასხვა კატეგორიის საზოგადოებას მიეკუთვნებოდნენ. გარდა ამისა, გოგონა პარტნიორს არასერიოზულად აღიქვამდა, მაგრამ თავდაპირველი სკეპტიკური შეხედულება შემდეგ ინტერესით შეიცვალა.

განშორება

ერთადერთი, ვინც საერთოდ არ იყო მოხიბლული ეფექტური წყვილით, იყო როზმარის დედა – მაგდა, რომელიც ქალიშვილის მეგობარ მამაკაცში მხოლოდ კარიერისტს, დონჟუანს და გამოუსწორებელ მექალთანეს ხედავდა. მზრუნველმა დედამ ქალიშვილს სთხოვა, რომ სანამ პარიზის ბინაში გადავიდოდა საცხოვრებლად, შეყვარებულებს ოფიციალურად გამოეცხადებინათ ნიშნობის შესახებ. ისინი 1959 წლის 22 მარტს დაინიშნნენ. ცოტა დროის შემდეგ ჭორებმა იმის შესახებ, რომ ფრანგი სიმპათიური ახალგაზრდა მუდამ ღალატობდა საცოლეს, გოგონა, თითქმის, თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

ოკეანის მიღმა ვოიაჟი – რომლის განმავლობაშიც ევროპული კინოს ვარსკვლავს ჰქონდა ბედნიერება, ემუშავა ისეთ ამერიკელ სუპერვარსკვლავებთან, როგორებიც ორსონ უელსი და ვუდი ალენი იყვნენ – მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. გადაღებების შემდეგ სახლში დაბრუნებულმა ქალმა ბინაში მხოლოდ შავი ვარდების თაიგული ნახა და გამოსამშვიდობებელი წერილი:

გონება მკარნახობს, რომ გითხრა: „ბოდიში და ნახვამდის“. ჩვენი სიყვარული საოცარი გრძნობა იყო, მაგრამ სამსახური და კარიერა რომანტიკას გასაქანს არ აძლევს. ყურადღებას ნუ მიაქცევ ვარდების ფერს – ეს არ არის სამგლოვიარო თაიგული. ახლა მხოლოდ ჩემი გული გლოვობს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები