„არავინ იცის, რა მოხდება სიკვდილის შემდეგ, თუმცა მართალი კათოლიკეები საუკეთესოს იმედოვნებენ“- ცნობილი ადამიანების უკანასკნელი სიტყვები

ცნობილი ადამიანების სიკვდილის წინ ნათქვამი ბოლო სიტყვები სულაც არ ასახავს მათ ცხოვრებისეულ სიბრძნეს, ფილოსოფიურ თუ პოლიტიკურ პოზიციას. ისინი, უბრალოდ, ისტორიული ფაქტებია. თუმცა, მაინც  საინტერესოა, თუ რაზე ფიქრობდნენ პოპ-კულტურის, მეცნიერების, პოლიტიკისა თუ ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები დედამიწაზე ყოფნის საბედისწერო წამს.

ალფრედ ჰიჩკოკი (ALFRED HITCHCOCK)

დიდი კინორეჟისორი, რომელმაც ჩამოაყალიბა საშინელებათა ფილმის ჟანრი და სუსპენზიის კონცეფცია. ჰიჩკოკი განთქმული იყო მიღწეული შედეგებითა და უნიკალური შრომისმოყვარეობით. შედეგად, სუსპენზიის ოსტატი გახდა მუნჯი და ხმოვანი, შავ-თეთრი და ფერადი ფილმების ავტორი.

არავინ იცის, რა მოხდება სიკვდილის შემდეგ, თუმცა მართალი კათოლიკეები საუკეთესოს იმედოვნებენ

ფრიდა კალო (FRIDA KAHLO)

უაღრესად პოპულარულმა მექსიკელმა მხატვარმა, ფრიდა კალომ ახალგაზრდობაში ჯოჯოხეთი გაიარა, როდესაც საშინელ ავტოავარიაში მოყვა. მას თვრამეტი წლის ასაკში შეეძლო ბოლო სიტყვების თქმა, მაგრამ ბედს სურდა, რომ მხატვარს კიდევ ოცდაათი წელი ეცოცხლა და მრავალი შედევრი შეექმნა.

ვიმედოვნებ, რომ ჩემი წასვლა წარმატებული იქნება და დაბრუნების სურვილი აღარასდროს გაჩნდება.

ალ კაპონე (AL CAPONE)

1920-იან წლებში ალ კაპონე იყო ყველაზე ცნობილი და წარმატებული განგსტერი ჩიკაგოში. მისი კრიმინალური მმართველობა დასრულდა 1931 წელს, როდესაც განგსტერი ციხეში წავიდა საგადასახადო თაღლითობისთვის. 1941 წელს ალკატრასის ციხიდან მხოლოდ ბანდიტის ჩრდილი გაათავისუფლეს, რომელიც აშინებდა აღმოსავლეთ სანაპიროს. კაპონე გატეხილი, დაღლილი და სიფილისით დაავადებული იყო. მიუხედავად ამისა, კრიმინალური ავტორიტეტი ბოლომდე ინარჩუნებდა ჯანსაღ გონებას.

კეთილი სიტყვით და კარგი იარაღით, კაცი უფრო მეტს მიაღწევს, ვიდრე მარტო კეთილი სიტყვით.

ჯონ ლენონი (JOHN LENNON)

“ბითლზის” ლიდერმა და დამაარსებელმა ძალიან მალე დაგვტოვა. ეს ყველაფერი მკვლელის, მარკ ჩეპმენის ბრალია, რომელმაც ვარსკვლავს ავტოგრაფი გამოართვა ჯონ ლენონისა და იოკო ონოს ერთობლივ ფირზე „Double Fantasy“, შემდეგ კი ზურგში ესროლა. მკვლელი კი არ გაქცეულა, ტროტუარზე ჩამოჯდა და საყვარელი წიგნის – The Catcher in the Rye-ს კითხვა დაიწყო. მომაკვდავმა ლენონმა მხოლოდ ორი სიტყვის გამოთქმა მოახერხა:

მე მესროლეს

რობერტ კენედი (ROBERT KENNEDY)

სენატორი რობერტ კენედი შესაძლოა უახლოეს მომავალში შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი გამხდარიყო, მაგრამ მას გარდაცვლილი ძმის ბედი ელოდა, რომელიც ასევე მკვლელობის მცდელობის შედეგად დაიღუპა. მკვლელმა კენედის თავში ესროლა, მაგრამ მომაკვდავმა პოლიტიკოსმა მოახერხა ბოლო სიტყვების ჩურჩულით თქმა:


სხვა არავინ დაშავებულა?

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები