ფრედი მერკური და მერი ოსტინი – Queen-ის ვარსკვლავის ყველაზე დიდი სიყვარული
ლეგენდარული არტისტი ფრედი მერკური ჰიპერსექსუალური იყო სცენასა და პირად ცხოვრებაში, სადაც მის რომანტიულ თავგადასავლებს ყოველთვის აკვირდებოდა ყვითელი პრესა. არტისტს უყვარდა ქალები და ქალებსაც უყვარდათ იგი, ის ასევე ხვდებოდა მამაკაცებს და თავის ბისექსუალობას იკვლევდა. თუმცა, „Queen“-ის ლიდერის ცხოვრებაში ნამდვილი სიყვარულიც იყო და მას მერი ოსტინი ერქვა.
ფრედი მერკურისა და მერი ოსტინის სიყვარულის ისტორია
მათ ერთმანეთი ბრაიან მეიმ 1969 წელს გააცნო, როდესაც მომავალი როკვარსკვლავები დიდი გზის დასაწყისში იყვნენ და თავიანთ უნიკალურ სტილსა და ხმას ეძებდნენ. საბედისწერო შეხვედრის დროს გოგონა 19 წლის იყო, ხოლო ფრედი – 24-ის. მან გოგონა პირველივე საღამოს მოხიბლა.
მერი ოსტინი ფრედის შესახებ:
ასეთი ძლიერი შთაბეჭდილება ჩემზე ჩვენი გაცნობის პირველ დღეს არავის მოუხდენია. ის დამწყები მუსიკოსი იყო, მაგრამ საერთოდ არ ეპარებოდა ეჭვი, რომ დიდებული მიზნებისთვის იყო მოვლენილი ამ ქვეყანაზე, რაც ძალიან მალე უნდა მომხდარიყო. ჩემი მორცხვი პიროვნება ამ ემოციების ქარიშხლისკენ გაემართა. ჩვენ, თითქოს, ერთმანეთს მივეკარით და არცერთი დღე დავშორებულვართ.
მათ განშორება მაინც მოუწიათ და ეს განშორება როკ-ენ-როლის ვარსკვლავის გამო მოხდა, რომელმაც 1970-იან წლებში საკუთარ თავში ბისექსუალი იპოვა და რომანი დაიწყო ამერიკული კომპანია „Elektra Records“-ის მმართველთან. მომღერალმა ქალს არ დაუმალა თავისი სექსუალური ცხოვრების ახალი ასპექტები, მოუყვა ღალატის შესახებ, აკრიფა თავისი ნივთები და სხვა ბინაში გადავიდა საცხოვრებლად. ბოლოს ყოფილ საცოლეს დიდი სახლიც აჩუქა. ისინი მეგობრებად დაშორდნენ, მაგრამ არტისტს არ სურდა, რომ მისი საუკეთესო და ახლო მეგობარი ქალი შორს ყოფილიყო.
მერისთან განშორების შემდეგ ფრედი ორივე სქესის ბევრ წარმომადგენელს ხვდებოდა, შორდებოდა და თანაცხოვრობდა მათთან. ბოლო წლები მან გაატარა სტილისტ ჯიმი ჰატონთან, მაგრამ ყველა ინტერვიუში ყოველთვის ამბობდა, რომ ოსტინს მის გულში ვერავინ ჩაანაცვლებდა.