ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი: სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რამდენად შეუძლია პირს, განახორციელოს ფსიქოლოგიური ტანჯვა იმ შემთხვევაში, თუ თვითონაც ფსიქოლოგიური ტანჯვის მსხვერპლია
“იმ ექსპერტს დავკითხავთ, რომელმაც გასცა შესაბამისი საექსპერტო დასკვნა და აღნიშნული საექსპერტო კვლევით დადგინდება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას ნელი დოროყაშვილთან თანაცხოვრების პერიოდში, თანაცხოვრების შეწყვეტის შემდგომაც”, – ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, თეონა გვაზავამ განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რამდენად შეუძლია პირს, განახორციელოს ფსიქოლოგიური ტანჯვა იმ შემთხვევაში, თუ თვითონაც ფსიქოლოგიური ტანჯვის მსხვერპლია.
„მითითებული იქნება კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე, არამხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილის ფსიქოლოგიური კვლევით და აღწერილობითი ნაწილიდან გამომდინარე, არამედ, საქმეში არსებულ სხვა კონკრეტულ მტკიცებულებებზე, რომელიც ცალსახად ადასტურებს, ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობს ფაქტს. დღევანდელი დასკვნით სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რამდენად შეუძლია პირს განახორციელოს ფსიქოლოგიური ტანჯვა იმ შემთხვევაში, თუ თვითონაც არის ფსიქოლოგიური ტანჯვის მსხვერპლი და აღნიშნულ ტანჯვას განიცდიდა წლების განმავლობაში“, – აცხადებს ადვოკატი.