არიგებდა საკვებს, რომ ადგილობრივებს ოკუპანტებისთვის არაფერი გამოერთმიათ – ფერმერის ისტორია ხერსონიდან

2012 წელს ინჟინერმა ვიტალი შაკალომ პარკოსნების მეურნეობა დააფუძნა. ბევრ ექსპერიმენტს ატარებდა, მაგრამ უკანასკნელ წლებში, მის 8 ჰექტარზე მხოლოდ ტიტები, ნარცისები, ლავანდა და ზაფრანა იზრდებოდა.

სოფელი ლიუბიმოვკა, სადაც ვიტალი ცხოვრობს, რუსებმა 24 თებერვლის დილას აიღეს. კიდევ ერთი თვე მამაკაცი მოხალისე იყო: დაატარებდა საკვებს ადამიანებთან მეზობელ სოფლებში. მაგრამ როდესაც გაიგო, რომ არსებობს მისი დაპატიმრების ბრძანება, მაშინ სოფლიდან წავიდა. ახლა ის მეუღლესთან ერთად ნიდერლანდებშია.

სანამ მეურნეობა ოკუპაციაშია, მამაკაცი ჰოლანდიელი კოლეგებისგან გამოცდილება იღებს.

ხახვისა და პომიდვრიდან – ზაფრანასა და ლავანდამდე

ვიტალი შაკალო სპეციალობით – ინჟინერია. თავის დროზე ჩააბარა სევასტოპოლის ბირთვული ენერგიის და წარმოების ნაციონალურ ინსტიტუტში, რომ ინჟინრის განათლება მიეღო არატრადიციულ და განახლებად ენერგიებში. მაგრამ სწავლის დასრულება ყირიმის ანექსიის გამო ვერ მოასწრო.

„მე 2007 წლიდან ვმუშაობდი „ხერსონენერგოში“. კარგი ხელფასი მქონდა და ხელსაყრელი სამუშაო გრაფიკი. ამიტომ 2012 წელს ჩემს ჰობის – მიწაზე მუშაობას,  უფრო მეტი დრო დავუთმე. თავიდან ხერსონისთვის ტრადიციულ კულტურებს ვზრდიდი: ხახვს, პომიდორს, მარწყვს. მაგრამ შემდეგ გაცილებით ორიგინალურებზე გადავედი“, – ჰყვება ვიტალი.

ასე გაჩნდა ზაფრანა, რომლისგანაც ვიტალი სუნელებს იღებდა. სეზონზე იშლებოდა ტიტები, ლავანდა, ლილიები, იზრდებოდა სალათის ფურცელი და ასპარაგუსი.

კორონავირუსის პანდემიის დროს იმის სანახავად თუ როგორ იზრდებოდნენ ტიტები 30 ათასი ადამიანი მივიდა. შემდეგ მიდიოდნენ ლილიების და ლავანდის მოყვარულები. მაგრამ აგროტურიზმს შემოსავალი არ მოჰქონდა. შესასვლელი ბილეთები ღირდა 15-30 გრივნა. გამომუშავებული თანხა კი შემოგარენის მოწესრიგებაში იხარჯებოდა, ფოტოზონების დაორგანიზებაში და ა.შ. ხოლო თავად აგროტურიზმი მეურნეობის რეკლამაზე კარგად მუშაობდა.

ზაფრანისგან მეურნეობაში მზადდებოდა სუნელები. ის ყველაზე ძივრადღირებულად ითვლება მსოფლიოში. უკრაინაში ერთი გრამი 200 გრივნა ღირდა. მისი გაყიდვა კომპანიას ძირითად შემოსავალს აძლევდა.

ასეთ დიდ ყვავილნარს მხოლოდ 10 ადამიანი უვლიდა. როდესაც ექსკურსიების სეზონი იწყებოდა, დამატებით ის 200 ადამიანს ქირაობდა. ხოლო დალაგების პერიოდში კიდევ 30 სპეციალისტს.

2022 წლისთვის კომპანიას დიდი გეგმები ჰქონდა: მოეწესრიგებინა გაყიდვების სფერო მაღაზიაში, გაესაღებინათ სათესი მასალები, შეექმნათ არომატიზებული ზეთების წარმოება. მაგრამ მთავარი პროექტი იყო – ენერგოეფექტური სადგურები, რომელთა შექმნაზე მიიღეს კანადის გრანტი.

ეს სათბურები არ ჰგავს უკრაინულ ტრადიციულებს. ისინი დიდი ზომისაა, მაღალი და აღჭურვილია ავტომატური მექანიზმებით.

სათბურების შექმნის სამუშაობი 95% შესრულებული იყო, მაგრამ შემდეგ რუსეთი უკრაინას თავს დაესხა.

არიგებდა საკვებს, რომ ადგილობრივებს ოკუპანტებისთვის არაფერი გამოერთმიათ

ვიტალი შაკალოს კარგად ესმოდა, რომ რუსეთი ფართომასშტაბიან ომზე წავა უკრაინაში. ამიტომ შემოტევისთვის ის მეურნეობასაც ამზადებდა და ოჯახსაც. კერძოდ, შეიძინა დამატებითი გენერატორები, შექმნა საწვავის და საკვები პროდუქტების ერთწლიანი მარაგი 10 ადამიანისთვის. სახლში ჩაალაგეს საგანგებო ჩემოდანი და მეუღლის ავტომობილი მოამზადეს საგანგებო გასვლისთვის.

მაგრამ ამავდროულად მუშაობს ჩვეული გრაფიკით აგრძელებდნენ.

„24 თებერვალს ჩვენ დილის 5 საათზე აფეთქების ხმისგან გავიღვიძეთ. ეს იმდენად ხმამაღალი იყო, რომ მე და ჩემს ცოლს გვეგონა, რომ სამზარეულოში ბუნებრივი აირი აფეთქდა. შემდეგ აფეთქება განმეორდა. ხოლო უკვე დილის 8 საათზე რუსმა სამხედროებმა ჩვენს სოფელზე ტრანზიტით ჩაიარეს, დააყენეს ბლოკპოსტები“, – იხსენებს ვიტალი.

ცოლმა შვილებთან ერთად სოფლიდან წასვლაზე უარი თქვა, როდესაც გაიგო, რომ ვიტალი რჩებოდა. ყველამ ერთად მოხალისეობა დაიწყო. მამაკაცი მეგობრებთან ერთად სამი თვის განმავლობაში პროდუქტებს ანაწილებდა ხალხისთვის. არიგებდნენ იმას რაც თავად გაზარდეს სათბურებში და კიდევ რძეს, მცენარულ ზეთსა და ფქვილს, რომელსაც ადგილობრივი მეწარმეები არიგებდნენ.

„პირველი თვე ხალხს ეშინოდა ბლოკპოსტებთან გავლა. ხოლო ადგილობრივ მაღაზიებში პროდუქტები უკვე აღარ იყო. ჩვენი სამუშაოს მიზანი იყო  – ხალხისთვის საჭმელი მიგვეცა და რომ მათ ჰუმანიტარული დახმარება რუსებისგან არ მიეღოთ. ჩვენ ეს მოვახერხეთ“, – ამბობს ფერმერი.

მუშაობა არ ჩერდებოდა არც მინდორში და არც სათბურებში. მაგრამ მოუწიათ, რომ მთელი ტექნიკა – ექსკავატორები და ტრაქტორები მწყობრიდან საკუთარი ხელით გამოეყვანათ, რათა რუსებს ისინი საკუთარი მიზნებისთვის არ გამოეყენებინათ.

ერთხელაც მარტის ბოლოს ვიტალი სახლში ბრუნდებოდა მორიგი მოხალისეობრივი მოგზაურობიდან. ბლოკპოსტზე მას რუსეთის ჯარისკაცმა შეატყობინა, რომ მომდევნო დილისთვის  მისი დაპატიმრების განკარგულება ექნებოდა ხელზე, ამიტომ სჯობდა სოფლიდან იმ დღესვე წასულიყო. როგორც ვიტალი ამბობს, მას გაუმართლა, რომ სწორად ამ ჯარისკაცებს შეხვდა. ვინაიდან ისინი პირდაპირ ქუჩიდან იყვნენ მობილიზებულები და ომი არ სურდათ. ისინი ხშირად ეძებდნენ საშუალებას, რომ უკრაინელებს ჩაბარებოდნენ, მაგრამ მათი ადგილმდებარეობა 80 კილომეტრით იყო დაშორებული ფრონტის ხაზიდან.

ვიტალიმ და ტატიანამ თავისი სამი შვილი წაიყვანეს, აიღეს ყველაზე საჭირო რამ მშობლიური სახლიდან და ნიდერლანდებში წავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები