ადამიანების ზოოპარკები – XIX — XX საუკუნე

ადამიანური ზოოპარკი – ადგილი, სადაც ადამიანები ღობის ორ მხარეს იმყოფებიან. ეს არ არის დისტოპიური რომანის სიუჟეტი, არამედ ადამიანური ცივილიზაციის რეალობაა, რომელიც ძალიან ბევრ საშინელ ისტორიას მოიცავს. გალიები ამერიკელი, ავსტრალიელი, აფრიკელი აბორიგენებისთვის თეთრი ადამიანების გასართობად – ეს ზუსტად ის ისტორიაა, რომლის შეცნობითაც შეიძლება დაკარგო რწმენა ჩვენი სამყაროს ჰუმანურობისადმი.

ეს არაადამიანური გამოვლინებები იყო დასავლური ცივილიზაციის ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გვერდითი ეფექტი, რომელთა საშუალო ფენის წარმომადგენლები ვერ იმოგზაურებდნენ მთელ მსოფლიოში და ცოცხლად ვერ ნახავდნენ პრიმიტიული ხალხების ჰაბიტატს. ამ კულტურული ხარვეზის შესავსებად, მეწარმე ბიზნესმენებს გაუჩნდათ იდეა, მიეტანათ და ეჩვენებინათ ისინი განათლებული ევროპული და ამერიკული საზოგადოებისთვის.

ადამიანების ზოოპარკი შედარებით აქტიურად მე-18 საუკუნიდან მე-19 საუკუნემდე ვითარდებოდა. ბოლოს ასეთი ანტიჰუმანური ატრაქციონი 1950-60-იან წლებში არსებობდა. კიდევ უფრო გვიან – ევროპასა და ამერიკაში, რაც ძალიან შემაშფოთებელია.

1. სელკნამები, სამხრეთ პატაგონიის ინდიელები

გერმანელი ნატურალისტი, ველური ბუნების მკვლევარი, კოლექციონერი, მეწარმე, საკუთარი სახელობის ზოოლოგიური პარკის დამაარსებელი – კარლ ჰეგენბერკი ერთ-ერთი მათგანია, ვინც პოპულარიზაცია გაუწია ევროპელებისთვის ინდიელი ხალხის ჩვენებას.  ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი იყო სელკნამების, სამხრეთ პატაგონიის ინდიელების ჩვენება, რომლებიც მაშინ თანამედროვე არგენტინასა და ჩილეში ცხოვრობდნენ. ჩილეს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების ფარგლებში ჰეგნბეკმა დაატყვევა ისინი და შემოიარა მთელი ძველი სამყარო.

2.ოტა ბენკი – კონგოური პიგმეი

„23 წლის, სიმაღლე 149 სმ, წონა 46 კგ. დაიბადა და გაიზარდა მდინარე კასაიზე, კონგოში, აფრიკაში. ჩამოყვანილია ექიმი სამუელ კერნერის მიერ. ნახვა შეიძლება ყოველდღე სადილის შემდეგ ჩვენს პარკში“ – ასეთი წარწერა იყო ოტა ბენგის გალიაზე, რომელიც მშვილდ-ისრით ისროდა, ხელით მაიმუნებს დაათრევდა და სხვადასხვა საცირკო წარმოდგენას აჩვენებდა ბრონქსის ზოოპარკში, 1906 წლის სექტემბერში. უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა აფრიკელის მაიმუნებთან ერთად ჩვენებამ მედიასივრცეში დიდი კრიტიკა გამოიწვია და ამიტომ, ეს ყველაფერი სულ რამდენიმე კვირა გაგრძელდა.

3. სართი ბართმანი
1910 წლის დასაწყისში ჰოტენტოტების ტომის წარმომადგენელი 20 წლის გოგონა ფრანგი ბიზნესმენის წინადადებას დასთანხმდა და პარიზში წავიდა, რათა მონაწილეობა მიეღო ეთნოგრაფიულ ექსპოზიციაში. თაღლითი აფრიკელს ოქროს მთებს და დიდ ჰონორარებს დაჰპირდა, ხოლო შედეგად გულუბრყვილო გოგონა იძულებული იყო, შიშველს ან გამჭვირვალე ტანისამოსით ეპოზიორა და გაერთო აღფრთოვანებული პუბლიკა. ის სიღარიბეში მოკვდა, თანაც სიკვდილის შემდეგ მისი სხეული მუზეუმში აღმოჩნდა, სადაც მას დამთვალიერებლებს აჩვენებდნენ.
 
მხოლოდ 2002 წელს, ნელსონ მანდელას მოთხოვნით, სარტი მართმანის ცხედარი მის ისტორიულ სამშობლოს გადაეცა.
4. აფრიკელი გოგონა ბრიუსელის ზოოპარკში
უცნობ გოგონას ხელიდან აჭმევს „კეთილი ქალბატონი“.
5. JARDIN D’AGRONOMIE TROPICALE – აფრიკული სოფელი პარიზში
საფრანგეთს სურდა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეჩვენებინა თავისი კოლონიალური იმპერია, რისთვისაც დედაქალაქში შექმნა დასახლება, რომელიც ექვსი მინიატურული სოფლისგან შედგებოდა, სადაც მადაგასკარის, ინდოჩინეთის, კონგოს, ტუნისის, მოროკოს და სუდანის მკვიდრნი ცხოვრობდნენ. 6 თვის მანძილზე, 1907 წლის მაისიდან ოქტომბრამდე გამოფენას მილიონიანი აუდიტორია ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები