კომპანია “გრინსერვისის” დამფუძნებელი, ლაშა ფურცხვანიძე პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა

ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე კომპანია “გრინსერვისის” დამფუძნებელი, ლაშა ფურცხვანიძე მივიდა.

მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პოლიციაში უკვე რამდენიმე საათია, გამოკითხვები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, დღეს დილით, მაშინ – როცა 13 წლის მოზარდები სკოლაში უნდა ყოფილიყვნენ, ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ე.წ. შატალოზე წასული სკოლის მოსწავლეები ვაკის პარკში თამაშობდნენ, რა დროსაც ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს კი დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები