ფრიდა კალო და დიეგო რივერა – XX საუკუნის დიდებული მხატვრების სიყვარულის ისტორია

ორი ყველაზე ცნობილი მექსიკელი მხატვარი –  დიეგო რივერა და ფრიდა კალო – ერთმანეთს უზიარებდნენ პოლიტიკურ სიმპათიებს, მხატვრულ შეხედულებებს, მავნე ჩვევებს, ვნებებს ველური და ექსცენტრიკული საქციელების მიმართ და ჰო, კიდევ… ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ.

ამ პიროვნებების ერთობლივი ცხოვრება ქაოსს და გიჟურ კარნავალს წარმოადგენდა. ორ ეგოისტს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ებრძოდნენ კიდეც ერთმანეთს შეხვედრის დღიდან… ცხადია, ამ ბრძოლის ასპარეზი ხელოვნება იყო.
თვრამეტი წლის გოგონა საშინელი ავტოავარიის მსხვერპლი გახდა. მთელი წელი საავადმყოფოში გაატარა.

დასახიჩრებულმა და დედობის უნარდაკარგულმა ქალმა შეძლო ფეხზე დამდგარიყო. ფრიდამ საკუთარი თავი იპოვა. მას საავადმყოფოში ფუნჯები და საღებავები მიუტანეს, რათა პაციენტს რაიმე საქმე ჰქონოდა რეაბილიტაციის დროს. კალო თავის პირველ ნამუშევრებს დაწოლილ მდგომარეობაში ქმნიდა. მას ტილოზე გადაჰქონდა თავისი ტკივილი და დარდი. თორმეტი თვის შემდეგ საავადმყოფოდან ჩამოყალიბებული მხატვარი გამოვიდა, რომელიც მთელი ცხოვრება ტკივილისგან დაიტანჯება და ამდენივე ხანი მოანდომა თავისი ექსპანსიონისტური ნიჭის დახვეწას. ნამუშევრები ამბიციურმა გოგონა შესაფასებლად რივერას მიუტანა, რომელიც 1920-იანი წლების დასაწყისშივე უკვე ცნობილი მხატვარი იყო მთელ მექსიკაში. გამოცდილმა ფერმწერმა მაშინვე ამოიცნო მასში ნიჭი და თქვა: „ეს გოგონა დაბადებიდან მხატვარია“.

გამოცდილ მონუმენტალისტსა და დამწყებ ექსპრესიონისტს შორის 20-წლიანი სხვაობა იყო, რომელიც მათ საერთოდ არ აწუხებდათ. ცნობილი მექალთანე ეს-ეს იყო, მორიგ საყვარელს დაშორდა, თავისუფალი იყო  და დიდი ინტერესი ჰქონდა ახალგაზრდა კოლეგის მიმართ. გამოცდილი დიეგო ფრიდას პირველი სიყვარული, დამრიგებელი და ნამდვილი პარტნიორი გახდა მხატვრობაში. მათი ქორწილი 1929 წელს შედგა. მათმა სახლმა მიიღო დასახელება – „ცისფერი სახლი“ –  და ინტელიგენციისთვის ბოჰემის ცენტრი გახდა. ცოლ-ქმარს აერთიანებდა ხელოვნება და პოლიტიკური ხედვა, მაგრამ მათი სასიყვარულო ტემპერამენტი კარდინალურად განსხვავდებოდა.

 

პარადოქსულია, მაგრამ განსაკუთრებული ჟინით 20 წლით უფროსი რივერა გამოირჩეოდა. ის ცდილობდა, არცერთი ქალი არ გაეშვა ხელიდან, ამიტომაც ხელოვნის ცხოვრებაში ბევრი ქალბატონი იყო. ფრიდა იტანჯებოდა და ძალიან წუხდა, რომ შვილის გაჩენა და ქმრის მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეეძლო, მაგრამ შემდეგ თამაშის წესები მიიღო – მანაც საყვარლები გაიჩინა. მისი საყვარლების რიგებში იყვნენ როგორც კაცები, ისე – ქალები. ახლა დიეგოს ეჭვიანობის რიგი დადგა, მან ისტერიკების და სკანდალების მოწყობა დაიწყო. ერთხელ ეჭვიანმა ქმარმა კინაღამ ესროლა ცოლს, როდესაც ნაცნობი სკულპტორის მკლავებში აღმოაჩინა. კალოს ცხოვრებაში იყო რევოლუციონერი იმიგრანტი, ცნობილი ლევ ტროცკიც, რომელიც ცოტა ხანს ცხოვრობდა „ცისფერ სახლში“, სადაც თავისი პოლიტიკური თავშესაფარი მოძებნა.

თავის საყვარელ ადამიანს, დიეგო რივერას ფრიდა ასე აღწერდა: „მე ორი კატასტროფა გადამხდა თავს – ჯერ ავტობუსი, შემდეგ დიეგო“. 

18 წლის გოგონა ავტობუსში იმყოფებოდა, როდესაც ის ტრამვაის შეეჯახა. ასევე, მისთვის ტკივილი მოჰქონდა რივერასაც, მაგრამ დარდის მიღმა ყოველთვის არსებობდა სიხარული. მორგი ჩხუბი მაშინვე შერიგებით იცვლებოდა, სანამ მოთმინებას ბოლო არ მოეღო. 1939 წელს ცნობილმა წყვილმა განქორწინება გადაწყვიტა. მათ ერთად ყოფნა აღარ შეეძლოთ, მაგრამ ცალ-ცალკე ყოფნაც ასევე აუტანელი იყო. მათ მხოლოდ ერთი წელი გაძლეს და კვლავ განაცხადეს დაქორწინების შესახებ პირდაპირ საავადმყოფოდან, სადაც ფრიდა ხერხემლის ძლიერი ტკივილების გამო მოხვდა. მაგრამ ამჯერად ქალმა გარკვეული წესები დაადგინა: ახლა მათი კავშირი მხოლოდ სულიერი უნდა ყოფილიყო – არავითარი ფიზიკური კონტაქტი. 1940 წელს მათი მეორე ქორწილი შედგა, რომელიც ფრიდა კალოს გარდაცვალებამდე, 1954 წლის 13 ივლისამდე გაგრძელდა.
როდესაც დიეგოს საყვარელმა ქალმა სამყარო დატოვა, დარდით განადგურებულმა ქვრივმა დაწერა: „ყველაზე საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში. მე ჩემი სიყვარული სამუდამოდ დავკარგე. ძალიან გვიან გავიგე, თუ რაოდენ დიდ ადგილს იკავებდა ჩემს გულში ფრიდა.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები