რატი ბრეგაძე: თუკი ვინმეს აქვს სურვილი, რომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი მკურნალობის მიზნით გადაუვადდეს, უნდა მიმართონ სასამართლოს და წარადგინონ შესაბამისი მტკიცებულებები
თუკი ვინმეს აქვს სურვილი, რომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი მკურნალობის მიზნით გადაუვადდეს, ამ შემთხვევაში უნდა მიმართონ სასამართლოს და წარადგინონ შესაბამისი მტკიცებულებები. ეს არ არის პოლიტიკური დისკუსიის საგანი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება სასამართლოში შესაბამისი სარჩელის შეტანის შესახებ დაცვის მხარემ უნდა მიიღოს.
„ჩვენ მათ ყოველთვის ვუთითებთ, რომ ამ საქმეში აბსოლუტურად არაფერი კეთდება პოლიტიკური ნიშნით. თავადაც დარწმუნდნენ. სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს და როგორც ადგილობრივ, ასევე ევროპის დონეზე დადასტურდა, რომ სახელმწიფოს მოქმედება ყოველთვის სამართლებრივ ჩარჩოებშია და ყოველთვის ასე იქნება. რაც შეეხება დანარჩენს, პოლიტიკური შეფასება რომ მივცეთ, ეს არის პროვოკაციები, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ და ყველაზე სამწუხარო განვითარება არის ის, რომ ბოლო დროს დაიწყეს უკვე ექიმებზე და მთლიანად სამედიცინო პერსონალზე ძალიან ნეგატიურ კონტექსტში, ამაზრზენად საუბარი, რაც პირადად ჩემთვის და, ვფიქრობ, მთლიანად საზოგადოებისთვის მიუღებელია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მისივე თმით, მესამე პრეზიდენტი პენიტენციური სისტემის დაწესებულებაში შესახლების დღიდან სარგებლობს ჯანმრთელობის უფლებით და სახელმწიფომ თავიდანვე მაქსიმუმი გააკეთა ამისთვის.