“თავს გაუფრთხილდით! დარჩით თავშესაფარში!” – უკრაინის ორ რეგიონში განგაშის და აფეთქებების ხმა ისმის
უკრაინის ორ რეგიონში – ხმელნიცკისა და ოდესაში აფეთქებების და საჰაერო განგაშის ხმა ისმის.
ამის შესახებ ხმელნიცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, სერგეი გამალიმ, ასევე ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ მარჩენკომ ტელეგრამში დაწერეს.
გამალიმ დაწერა, რომ „აფეთქებების ხმა ისმის ხმელნიცკის რაიონში, ასევე მუშაობს საჰაერო თავდაცვა. თავს გაუფრთხილდით! დარჩით თავშესაფარში!”
მარჩენკომ დაწერა, რომ „მტერი აგრძელებს ჩვენს და მეზობელ, მიკოლაევის რეგიონებზე დარტყმის მცდელობებს. ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა, 3 კამიკაძე დრონი ჩამოაგდეს. მოგიწოდებთ, დარჩით თავშესაფარში სანამ განგაში არ დასრულდება”.